"ლეიბორისტული პარტია" მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მოთხოვნით ჰააგის სასამართლოს მიმართავს

"ლეიბორისტული პარტია" მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მოთხოვნით ჰააგის სასამართლოს მიმართავს

"ლეიბორისტული პარტია" ჰააგის საერთაშორისო სისხლის სასამართლოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემისა და დაპატიმრების მოთხოვნით სარჩელს შეიტანს.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ 26 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული თარიღია, რადგან სწორედ ამ დღეს აღიარა რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

"ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, თუ წინასწარ წაგებული ომის წამომწყები, დამარცხებული მთავარსარდალი სააკაშვილი 26 აგვისტომდე დატოვებდა თანამდებობას. მაგრამ მან ქვეყანა და დაღუპულთა ცხედრები გამოიყენა ფარად სისხლიანი სკამის შენარჩუნებისთვის", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების ორი გზა არსებობს: დამხობა ან დაპატიმრება.

"თუმცა ხელისუფლების დამხობა უკვე დაუშვებელი და მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ უნდა მოხდეს მისი დაპატიმრება და ეს მისია უნდა იკისროს საერთაშორისო სასამართლომ", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი უკვე მუშავდება. დოკუმენტი ამ დროისთვის ხუთგვერდიანია და 15 ეპიზოდს მოიცავს. ამასთან, ნათელაშვილი მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ პარტიებს, შეუერთდნენ ამ სარჩელს.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე