ავტორი:

"იშვიათად ყოფილა, რომ რუსეთის ლიდერს "უკანა ეზოში" საქმე ერთდროულად ამდენ ხანძართან ჰქონოდა" - რას წერს "ფაინენშელ თაიმსი"

"იშვიათად ყოფილა, რომ რუსეთის ლიდერს "უკანა ეზოში" საქმე ერთდროულად ამდენ ხანძართან ჰქონოდა" - რას წერს "ფაინენშელ თაიმსი"

ბრიტანულ გაზეთ "ფაინენშელ თაიმსში" («Financial Times») დაბეჭდილია სარედაქციო სტატია სათაურით ვლადიმირ პუტინი იძულებულია ყურადღება დაუთმოს მეზობელ ქვეყნებს, სადაც არასტაბილური სიტუაციაა“. პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის ირგვლივ მდებარე სახელმწიფოებში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური პროცესები, რომლებიც საფრთხის მომტანია თვით რუსეთისთვისაც.

"იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიდი ძალისხმევა მოახმარა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე თავის გავლენის განმტკიცებას კონფლიქტების ხელოვნურად გამოწვევის გზით - პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენის მოსახდენად, მათ დასამორჩილებლად - მაგალითად, უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებით, სადაც მან სამხედრო შეჭრა განახორციელა, მით უფრო საკვირველად შეიძლება მოგვეჩვენოს ის პრობლემები, რომლებიც ვლადიმირ პუტინის წინაშე ბოლო დროს გაჩნდა.

იშვიათად ყოფილა, რომ რუსეთის ლიდერს "უკანა ეზოში" საქმე ერთდროულად ამდენი ხანძართან ჰქონოდა. ორი თვის განმავლობაში რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირეებში მადესტაბილიზებელი პროცესები მიმდინარეობს, მართალია, სხვადასხვა მიზეზებით, მაგრამ ყოველ ცალკე აღებულ შემთხვევაში კრემლი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა და იძულებულია მათზე რეაგირება მოახდინოს“, - წერს გაზეთი.

"სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე საომარი მოქმედებები შეიძლება "ოდკბ“-ის (ანუ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“) სიცოცხლისუნარიანობის ერთგვარი ტესტი გახდეს - ამ სამხედრო ალიანსის შესაძლებლობები დღეისათვის ერთობ მყიფე ჩანს. მთლიანობაში რუსეთის ლიდერი თავის მოკავშირეებს უფრო ნაკლებად აკონტროლებს, ვიდრე მას სურს. მაგალითად, ალექსანდრე ლუკაშენკო ვლადიმირ პუტინს ეწინააღმდეგება და უარს აცხადებს რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციაზე (ყოველ შემთხვევაში, ასე იყო ბოლო დრომდე), სომხეთში მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლების შედეგად ხელისუფლებას ჩამოშორდა რუსეთის მომხრე პოლიტიკური ძალა და მისი ლიდერი, თითქმის იგივე მოხდა ახლახანს ყირგიზეთში.

მართალია, აღნიშნულ ქვეყნებში მომხდარ საპროტესტო გამოსვლებში ანტირუსული განწყობები ჯერჯერობით მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთს უფრო უჭირს ჰეგემონიის შენარჩუნება პოსტსაბჭოთა სივრცეში: მოსკოვის სატელიტებზე სულ უფრო მეტ გრავიტაციულ ზეწოლას ახდენენ სხვა ძალებიც - მაგალითად, ჩინეთი ცენტრალურ აზიაში, თურქეთი - კავკასიაში, ევროკავშირი - ბელარუსში...

ცხადია, მოკლევადიან პერსპექტივაში ამ ქვეყნებში მომხდარი უწესრიგობები რუსეთს ხელს უწყობს, რომ მათზე კონტროლი განამტკიცოს. დღეს ალექსანდრე ლუკაშენკო მთლიანად არის დამოკიდებული მოსკოვზე, ანუ "ბატკას“ პოლიტიკური სიცოცხლე კრემლის ხელშია. დასავლეთისკენ გადახრილი სომხეთი ისევ იძულებულია მოსკოვის სამხედრო დახმარების იმედად იყოს, მაგრამ რუსული რბილი ძალის მიმზიდველობა მაინცდამაინც დიდი არ არის. რუსეთს მოკავშირეების დაფინანსება საკუთარი მოსახლეობის ხარჯზე აღარ შეუძლია. კლანური ავტორიტარიზმის მოდელი, რომელის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებშია მიღებული, თავისი ბუნებით სუსტია და ამიტომ იქ უფრო მეტად ხდება შინაგანი აფეთქებები, როცა ხალხის მოთმინების ფიალა ივსება - კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო.

შესაძლოა, ვლადიმირ პუტინი, რომელიც ხელისუფლებაში უკვე 20 წელია იმყოფება, რუსეთის მართვას კიდევ 16 წელი გააგრძელებს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში თავისი მოკავშირეების ტვირთი მას კიდევ უფრო მეტად დააწვება, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, - ასკვნის "ფაინენშელ თაიმსი“. წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე

მელანია ტრამპის ბოლო შობა და ახალი წელი თეთრ სახლში - აშშ-ის პირველ ლედის ნაძვის ხე მიუტანეს (ფოტოები)

"პუტინი აცნობიერებს, რომ მის მემკვიდრეს შეუძლია მასავით მოიქცეს" - რატომ გახშირდა ლაპარაკი ვლადიმირ პუტინის შესაძლო გადადგომაზე?

ევროკავშირი ამერიკული კომპანიისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 160 მილიონ დოზას შეიძენს