ავტორი:

გარდაცვლილია 4 ქალი და 3 კაცი - რა დეტალები ვიცით Covid 19-ით გარდაცვლილ პაციენტებზე

გარდაცვლილია 4 ქალი და 3 კაცი - რა დეტალები ვიცით Covid 19-ით გარდაცვლილ პაციენტებზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 შემთხვევა აჭარასა და თბილისში დაფიქსირდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გარდაცვლილია 4 ქალი და სამი კაცი, რომლებსაც კორონავირუსთან ერთად, თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ.

„გარდაცვლილების საერთო რაოდენობა არის 109. გუშინ გარდაიცვალა 7 პაციენტი აჭარასა და თბილისში. ამ პაციენტების ასაკობრივი განაწილება არის 66 წლიდან 90 წლამდე, აქედან 4 ქალი და სამი კაცია. სხვა მონაცემები არ მაქვს. ძირითადად ამ პაციენტების გარდაცვალების მიზეზი თანმხლები დაავადების გართულება იყო“, - განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 109-მდე გაიზარდა. დღეს კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13521-ს შეადგენს.

"თბილისში, "ოქროს ბირჟის" კლასტერმა 100 ადამიანი დააინფიცირა... თანდათან იძაბება ეპიდსიტუაცია" - ამირან გამყრელიძე მძიმე რეგიონებსა და ინფიცირებულთა ჯგუფებზე

"გვაქვს რამდენიმე ტაძარში ინფექციის გავრცელების შემთხვევები, ადამიანებს, ვინც ტაძრებში მიდიან, მოვუწოდებ, პირბადით შევიდნენ" - ამირან გამყრელიძე

680-დან 300-მდე პაციენტი თბილისზე მოდის - როგორია კორონავირუსის ახალი შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით