ავტორი:

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავძლიოთ ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს" - რაზე იქადაგა პატრიარქმა სვეტიცხოველში

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავძლიოთ ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს" - რაზე იქადაგა პატრიარქმა სვეტიცხოველში

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავძლიოთ ის განსაცდელი, რომელიც მოგვივლინა ჩვენ უფალმა. ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ საქართველო, ქართველი ხალხი დასძლევს ამ განსაცდელს.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ჩვენ ღვთისაგან დაჯილდებული ვართ მრავალი სასწაულით. შემთხვევით არ არის ის მოვლენა, რომ საქართველოში იყო ჩამოტანილი ხალენი წმიდისა ილია წინასწარმეტყველისა. ის ხალენი აქ არის დაკრძალული. შემთხვევით არ არის ის ფაქტი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა, ჩამოტანილი იქნა კვართი მაცხოვრისა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ ბევრი მოგვეკითხება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავძლიოთ ის განსაცდელი, რომელიც მოგვივლინა ჩვენ უფალმა, ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს. იმედია, რომ საქართველო, ქართველი ხალხი დასძლევს ამ განსაცდელს. მე განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ხელისუფლებას და ვთხოვ მიულოცონ მრევლს, ხალხს ეს დღესასწაული“, - აღნიშნა პატრიარქმა და დასძინა: „კიდევ ერთხელ გილოცავთ სვეტიცხოვლობას. ეს არის დიდი სასწაული, სასწაული დღევანდელი დღეცაა. ღმერთი მოწყალეა, გადაარჩენს საქართველოს. შიში არ უნდა გქონდეთ - რწმენა და სიყვარული. დალოცვლი იყავით“.

"მე ვერ გავერკვიე მათ რაში ადანაშაულებენ... ამ ადამიანებს ბოდიშს ვუხდი" - მეუფე მელქისედეკი ივერი მელაშვილზე და ნატალია ილიჩოვაზე

ფაბრიკის 116 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა - "აჭარა ტექსტილმა" მუშაობა შეაჩერა

"კოვიდ-19 იქნება უფრო დიდი მკვლელი, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი... არის პროგნოზი, რომ მომავალ გაზაფხულამდე კიდევ მილიონ ადამიანს იმსხვერპლებს" - გამყრელიძე