ავტორი:

მეუფე ნიკოლოზს ტექნიკის ერთ-ერთი მაღაზია iPhone 12 Pro-ს ჩუქნის - "ვთვლით, რომ ბოლო მოდელი აუცილებლად მოეწონება"

მეუფე ნიკოლოზს ტექნიკის ერთ-ერთი მაღაზია iPhone 12 Pro-ს ჩუქნის - "ვთვლით, რომ ბოლო მოდელი აუცილებლად მოეწონება"

ტექნიკის ერთ-ერთი მაღაზია ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზს iPhone 12 Pro-ს ჩუქნის. ამის შესახებ კომპანიამ ინფორმაცია "ფეისბუქში“ განათავსა:

"ყურადღება

ვითვალისწინებთ მომხმარებლების ანუ ეფლის ფანების ინიციატივას, ჩვენი კომპანიის გადაწყვეტილებით მზად ვართ მეუფე ნიკოლოზს ვაჩუქოთ ბოლო მოდელი iPhone 12 Pro. თუ, რა თქმა უნდა, სურვილი ექნება მეუფეს.

ჩვენი კომპანია აფასებს მეუფეს მხრიდან ბრენდის პოპულარიზაციასა და მოწონებას. შესაბამისად, ვთვლით რომ უკეთესი ბოლო მოდელი აუცილებლად მოეწონება მეუფე ნიკოლოზს“

შეგახსენებთ, მეუფე ნიკოლოზმა, რომელსაც "ბრალი დასდეს" თითქოს ბოლო მოდელის Iphone აქვს, განაცხადა, რომ მას მხოლოდ iPhone 11 Pro ჰქონდა.

"ტვ პირველთან" საუბრისას მეუფემ ბრძანა:

"მე მაქვს კამერა და ბრალი დამდეს, რომ ბოლო მოდელის ტელეფონი მაქვს. ეს იმიტომ მაქვს, რომ გადიდების ფუნქცია აქვს, ლინზა არ სჭირდება, ადრე ლინზით ვიღებდი. ბოლო მოდელი არ არის, ბოლო მოდელი გამოვიდა iPhone12, ეს არის iPhone 11 pro. ამიტომ მაქვს ეს ტელეფონი, მჭირდება როგორც იარაღი მე".

"არ არსებობს "კეთილი" ყაჩაღი. არ აქვს მნიშვნელობა ხაჭაპური აჭამა მძევლებს თუ ტერფების მასაჟი შესთავაზა" - გიორგი გობრონიძე

"იყვნენ სამნი. აქედან ორი ფეიკმძევალი" - გვარამია ამტკიცებს, რომ ზუგდიდში, ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა უცნობმა წყარომ აცნობა

როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში ზუგდიდში მომხდარ მოვლენებს - "ახლა მხოლოდ იმაზე ვნერვიულობ, ფულის დათვლისას, პირში ხელი არ ჩაიდოს"