ავტორი:

"ვინ იფიქრებს იმ მღვდლებზე, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩნენ... არც ჯვრისწერები ტარდება, არც ნათლობებზე იკლავენ თავს" - რას წერს პეტრე კოლხი?

"ვინ იფიქრებს იმ მღვდლებზე, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩნენ... არც ჯვრისწერები ტარდება, არც ნათლობებზე იკლავენ თავს" - რას წერს პეტრე კოლხი?

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც სასულიერო პირების მდგომარეობაზე საუბრობს. როგორც ის წერს, პანდემიამ უამრავი მღვდელი შემოსავლის გარეშე დატოვა.

"ჰო, პანდემიამ და საყოველთაო დაძაბულობამ ყველა დააზარალა. ცხადია, მეტ-ნაკლებად ყველას შეეხო ის სირთულეები, რაც ზოგადად ახლავს მტკივნეულ ცვლილებებს.თითქოს გამოჩნდა იმედი, რომ მოხსნან ყველა აკრძალვა და ჩვეულ რითმს დაუბრუნდეს ყოველდღიურობა, მაგრამ... მაგრამ... ვინ იფიქრებს იმ მღვდლებზე, ვინც აბსოლუტურად შემოსავლის გარეშე არის დარჩენილი და ღირსება რომ არა, ნაკლებად არ იწუწუნებდნენ...

ჰო, იმ ადამიანებზე, რომლებიც სხვა დანარჩენ მოსახლეობასთან ერთად, ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, თუმცა მათ არ, აღარ აქვთ არჩევანის საშუალება და საჯარო თუ კერძო სამსახურებში ვერ დასაქმდებიან, რადგან საეკლესიო კანონიკა ამას კრძალავს. მარტო ერთი ადამიანი რომ იყოს, არაუშავს, სამადლოდ ვიღაც ლუკმა პურს მიაწვდიდა... ოჯახს, შვილებს რა უნდა იყონ?! ზოგს (ყველა ღმერთმა ამრავლოს) უამრავი შვილი ყავს...

ვიცი ფაქტები, სახლში შესვლას თავს არიდებენ. ჩამოთვლილი ნუსხიდან მეოთხედი ვერ შეაქვთ შვილებისთვის. მარტო ცილისწამება და განკითხვა რომ შველოდეს, მღვდლებზე მდიდარი არავინ იქნებოდა. ახლა ძალიან "ჭკვიანი" და "კომპეტენტური" ოპონენტი გამოხტება და იტყვის, საპატრიარქოს მილიონები მიაქვს... არ მაინტერესებს, ვის რა მიაქვს, მაგრამ ასეც რომ იყოს, უბრალო მღვდლის ჯიბეზე თეთრი არ ჩადის... არც ჯვრისწერები ტარდება, მით უფრო ახლა, მძიმე მარხვის პერიოდში... არც ნათლობებზე იკლავენ თავს... ფილმი "ლაზარე" მახსენდება... "გშია?! იცეკვე”...

ბატონო, ცეკვასაც გვიშლიან, აქაოდა ნახე მხიარულობსო, თორემ ბევრი ერისკაცობაში ცეკვაზეც დადიოდა და მუსიკაზეც... მღვდელს რომ რამე შეეშალოს, გამოსდებენ შარა-გზაზე, მარიტასავით ქვებით ჩაქოლავენ. სამაგიეროდ იმას არავინ კითხულობს, როგორ უნდა გადარჩეს მღვდლის ოჯახი, როცა მშიერი მოზარდები ლამის ღვთის გმობამდე მივიდნენ, იმის გამო, მამამისი იმიტომ არის ღარიბი, რომ მღვდელია, თორემ საჭმელი ექნებოდათ... ნურც მორალის კითხვას დაიწყებთ, სასულიერო პირის შვილებს მეტი სულიერება მართებს... ისადა, სულიერება რადიაცია არ არის, რომ გავრცელდეს...

რწმენა ყველას არ გააჩნია, მათ შორის არც მას, ვინც ტაძარში 30 ლარიან სანთელს აანთებს და ხატთან თავს ამით მოიწონებს, სამაგიეროდ მღვდელს არ მოიკითხავს, იქნებ მისი ოჯახი გადარჩეს...

ჯერ ფაქტებისგან თავს ვიკავებ, მერე ამასაც გამოვაქვეყნებ, რამდენი მევდლის ოჯახს ენატრება სადილი, ვახშამი... ვიღაც ხომ უნდა ზრუნავდეს ამ ხალხზე... ნურც იმას მეტყვით, მრევლი უნდა ყავდეს და შემოსავალი ექნებაო... მრევლს თავად არ გააჩნია შემოსავალი, მშიერ მღვდელს როგორ დააპურებს... მარტო ჩემი თავი არ მალაპარაკებს....

ზოგადი მდგომარეობა მტკენს გულს და მეტიც, გულს ყველაზე მეტად ის მტკენს, რომ ამაზე არც ახლა და არც მომავალში არავინ დაფიქრდება...არ მჭირდება ცრუ ნუგეში, ილოცე და უფალი გამოგიჩენს... ლოცვის შედეგია, ზოგს ბიზნესები და შემოსავლები იმდენი აქვს, სიმდიდრისგან სევდაში რომ ვარდება?!

მღვდელიც ადამიანია, ადამიანი მღვდელია... ადამიანს შია, მღვდელს შია...თუ ვინმეს სიღრმისეული საუბრების სურვილი გაუჩნდა, მზად ვარ, ძალიან ,,ღვთისნიერ” სახეზე ულუკმაპურო ოჯახების სია ავაფარო... მერე თავად ილოცოს, რომ ეს ამდენი დამშეული ხალხი დაპურდეს!" - წერს პეტრე კოლხი.

"ეს ის ქალია, რომელიც წლები დაბმული ყავდათ, ძალადობდნენ, აჩენინებდნენ შვილებს და უყიდიდნენ! დამტვრეული აქვს ხელები, ფეხები..." - რას წერს თამუნა მუსერიძე

"ხშირად მისაუბრია სარწმუნოების დაცვის მიზნით ძალადობის მომხრე "ქრისტიანებთან", ასეთებს ეუბნება ქრისტე..." - რას წერს დეკანოზი

"ცოცხალი გვამი ვარ და საკუთარ თავზეც გაბრაზებული!" - რას წერს პეტრე კოლხი გუშინ თბილისში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე