ავტორი:

"გარდაცვლილი 11 პაციენტიდან 5 თბილისში მკურნალობდა, 3 - ბათუმში" - როგორ ნაწილდება ინფიცირების ახალი მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით

"გარდაცვლილი 11 პაციენტიდან 5 თბილისში მკურნალობდა, 3 - ბათუმში" - როგორ ნაწილდება ინფიცირების ახალი მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით თბილისში 5 პაციენტი გარდაიცვალა, ბათუმში - 3, იმერეთში - 2, გორში - ერთი.

ცნობისათვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა.

ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 887 შემთხვევიდან 342 აჭარაში დაფიქსირდა, 277 კი თბილისში. მარინა ენდელაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კრიტიკულად მძიმე 70-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს.

„აჭარაში-342 ახალი შემთხვევაა, თბილისში - 277, იმერეთში -198, სამეგრელო ზემო სვანეთში - 22, გურიაში - 11, შიდა ქართლში - 12, ქვემო ქართლი - 3, მცხეთა-მთიანეთში - 10, კახეთში - 7, სამცხე-ჯავახეთში არის - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 2 ახალი შემთხვევა გვაქვს“, - განაცხადა ენდელაძემ.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, ქვეყანაში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15 327-ს შეადგენს.

დამოკიდებულია თუ არა კორონავირუსის რისკი და სიმწვავე სისხლის ჯგუფზე? - რა აჩვენა ქართულმა პრაქტიკამ და რას ამბობენ სპეციალისტები კვლევებზე

"საშინელება დატრიალდება რამდენიმე დღეში..." - ხალხმრავალი აქცია ბათუმში, პირბადეებისა და დისტანციის გარეშე

"პაციენტების 80% შესაძლოა, იყვნენ ინფექციის მატარებლები და არ ჰქონდეთ კლინიკური ნიშანი... ასეთები ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან"