ავტორი:

"5-6 დღე ვიყავი მსუბუქი, ჰაერის უკმარისობა, მაღალი სიცხე, სახსრების საშინელი ტკივილი და ხველა წამოვიდა მე-7 დღიდან" - ვიკა ბუკია Covid-19-ის სიმპტომებს დეტალურად აღწერს

"5-6 დღე ვიყავი მსუბუქი, ჰაერის უკმარისობა, მაღალი სიცხე, სახსრების საშინელი ტკივილი და ხველა წამოვიდა მე-7 დღიდან" - ვიკა ბუკია Covid-19-ის სიმპტომებს დეტალურად აღწერს

ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელმაც მეუღლესთან, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად კორონავირუსი დაამარცხა, გადატანილი დაავადების სიმპტომებსა და შეგრძნებებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აღწერს:

"სამი დღეა ჩემი ინბოქსი იბომბება. ყველა მეკითხება სიმპტომები როგორ დაგეწყო? ჰოდა აქ დავწერ კიდევ ერთხელ მოკლედ და თუ მაინც მკითხავთ, დავაკოპირებ ხოლმე ამ სტატუსს, რომ მეც ბევრი არ ვწერო - პირველი სიმპტომი იყო უსიმპტომობა. ამიტომ დადებითი ხარო რომ მითხრეს შოკში ვიყავი.

- საღამოს ვიგრძენი ყელში ჩახეხვა. მაგრამ არა ტკივილი (ანუ ყლაპვის დროს რომ გტკივა - ეგ ტკივილი არა). ძალიან არ გავს ანგინას. უფრო ასეთი: ყვირილის, ან ბევრი მოწევის მერე რომ ყელი ჩაიხეხება - დაახლოებით ეგეთი. და მეგონა მეჩვენებოდა ისეთი სუსტი იყო.

- მაგრამ მეორე დღეს ეს “ჩახეხვა” გადავიდა “თოკის მოჭერაში”. ხმა ჩამეხლიჩა. მივხვდი რომ სიმპტომი დამეწყო. თავს მაღლა რომ ვწევდი თითქოს ვიხრჩობოდი, რის გამოც ვახველებდი. ასევე გამეჭედა ცხვირი მშრალად. მაგრამ მხოლოდ 1 დღე.

- მესამე დღეს მომცა სიცხემ. და წამოვიდა ხველა, რასაც იწვევს ეს "თოკი" ყელში, რომელიც მერე და მერე გაძლიერდა და გაგრძელდა ბოლომდე . მე მგონია, რომ აი ეს უკანასკელი არის კოვიდისთვის ყველაზე, ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი.

- ჩვენ სურდო არ გვქონია. არც ჩვენს მეგობრებს (ბევრი მწერს ამას: “ცხვირიდან ჩამომდის და ყლაპვისას ყელი ძაან მტკივა” - ეს არ გვქონია ჩვენ, და არც ჩვენს მეგობრებს) მაგრამ (!) შეიძლება სხვებს ჰქონდათ ეს სიმპტომი.

- ლევანსაც ზუსტად ასე დაეწყო, მაგრამ ჩემგან განსხვავებით მას უფრო სწრაფად უვლინდებოდა სიმპტომები (რაც ჩვეულებრივი გრიპისთვისაა დამახასიათებელი). მაგალითად ამ “ჩახეხვას” და ხმის ჩახლეჩვას. ძაან მალევე მოყვა შემცივნება და სიცხე. და მეორე დღეს უკვე დანარჩენი სიმპტომები. მე-7-8 დღისთვის უკეთ იყო. მე პირიქით. პირველი 5-6 დღე ვიყავი ძალიან მსუბუქი და ეს: ჰაერის უკმარისობა, მაღალი სიცხე, სახსრების ტკივილი, წელის, ფეხის, თავის საშინელი ტკივილი, დისკომფორტი გულ-მკერდი არეში, სპაზმური ხველა და ჯანდაბა წამოვიდა მე-7 დღიდან. ორივეს გქვონდა ანთება. და კიდევ, არ უყვარს კოვიდს პანიკა. ამას დანამდვილებით ვამბობ, საკუთარი გამოცდილებით. ამიტომ ძალიან შეეცადეთ მსუბუქად მიუდგეთ მაგ საძაგელს. ყველას ჯანმრთელობა".

"სოფლის ძირითადი ნაწილი სხვა ლოკაციაზეა, თავბრუსხვევები უკვე დაგვეწყო..." - ლატალში გაჩენილ ხანძარს მაშველებთან ერთად, ადგილობრივი გოგონები შიშველი ხელებით ებრძვიან

"თქვენ იკითხეთ, სიმპტომები რომ გექნებათ და ტესტს დროულად ვერ გაგიკეთბენ, ექიმს მოიკითხავთ და იმასაც კოვიდი ექნება" - ზურა ბალანჩივაძე დამძიმებულ ეპიდვითარებაზე

"ახლა კარგად მომისმინეთ... ჯანდაცვის სფეროში არასახარბიელო მდგომარეობაა..." - რას წერს კორონავირუსით ინფიცირებული ნოდიკო ტატიშვილი