ავტორი:

"თქვენ იკითხეთ, სიმპტომები რომ გექნებათ და ტესტს დროულად ვერ გაგიკეთბენ, ექიმს მოიკითხავთ და იმასაც კოვიდი ექნება" - ზურა ბალანჩივაძე დამძიმებულ ეპიდვითარებაზე

"თქვენ იკითხეთ, სიმპტომები რომ გექნებათ და ტესტს დროულად ვერ გაგიკეთბენ, ექიმს მოიკითხავთ და იმასაც კოვიდი ექნება" - ზურა ბალანჩივაძე დამძიმებულ ეპიდვითარებაზე

კორონავირუსით ინფიცირებული მომღერალი და ტელეწამყვანი, ზურა ბალანჩივაძე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც ცნობილია, ვირუსი მის ძმას და ნათესავებსაც დაუდასტურდათ.

ტელეწამყვანი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ "ფეისბუქზე" მორიგ პოსტს აქვეყნებს და ქვეყანაში დამძიმებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასაც ეხმაურება:

"დღე 18.

ზუსტად ორი კვირაა, რაც ჩემი დღიური სივრცე ერთი ოთახია. ვინც კარანტინში ყოფილხართ, ძალიან კარგად გავუგებთ ერთმანეთს, თუმცა ამ ყველაფერს ემატება პანიკაც, ნერვიულობაც და უამრავი ნემსის ჩხვლეტა, ხან წამლის გასაკეთებლად, ხანაც სისხლის ასაღებად. დღეს მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ სიცხე სასწაულებრივად მომდის დღის 12 საათის მერე და გამდის საღამოს 8-ისკენ და ასე გრძელდება ბოლო ერთი კვირაა. ხვალ, თუ არ ვცდები, ანალიზების დღეა და გავიგებ, ალაგების გზას ადგას თუ არა ორგანიზმი. ირაკლისაც და მეც ღამით ფაქტობრივად არ გვეძინა. მე, ალბათ, უფრო ნერვებისგან და ირაკლიმ იოფლიანა. ასე რომ, დღეს საწოლებს გავცვლით და ვნახავთ, რა შედეგს მოიტანს .აქვე შეგახსენებთ, რომ ვიდრე უშუალოდ ვირუსთან მებრძოლი წამალი (ან ვაქცინა) გამოუგონებიათ, ამ ეტაპზე ვირუსს ებრძვის მხოლოდ და მხოლოდ სხეულის იმუნიტეტის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები, ხოლო ყველა სხვა წამალი არის იმ ორგანოებისა და ფუნქციების დასახმარებელი, რომელსაც ვირუსმა დარტყმა მიაყენა. ამ ეტაპზე ასეა.

დედაჩემი (ეპიდემიოლოგი) მეუბნება, რომ შვიდი თვეა, გიჟს გავს, იმდენად ბეც და შეუგნებელ ხალხთან უწევს შეხება კარანტინში გადასაყვანად. წაკითხული ტექსტის გააზრება კი არა, სიცხიანი აქეთ-იქით სირბილი ვერ მოიშლა ზოგმა. ასეა, ძალიან კარგად იჩალიჩა უამრავმა სტერეოტიპმაც, განათლების სისტემის იაღლიშებმაც, ერთმანეთის ჯიბრზე ხალხის შეკრებამაც და დედაეკლესიის მიერ წლობით ნაქადაგევმა სიბნელემაც (ყველას არ ეხება ) და ესეც შედეგი.

გახსოვთ, რა ხდებოდა მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისშიც? მგონი, დავაგვიანეთ. ძალიან დავაგვიანეთ და აგვისტოში მიქარული აისახა სექტემბერზეც და მით უმეტეს, ოქტომბერზეც.

ინფიცირებულთა რაოდენობა სიგიჟემდე იზრდება.

ქუთაისში პაციენტებს ვეღარ აუდიან და ექიმების კაბინეტებში აწვენენ.

ამ კლინიკაში, მხოლოდ ჩემს სართულზე პაციენტთა რაოდენობა 70 გახდა, რომელთაც ორი ექთანი ძლივს უმკლავდება.

ინფიცირდებიან ექიმები, რაც ნიშნავს მეტ უმეთვალყურეოდ დატოვებულ პაციენტს.

და ამ დროს:

დღე არ გავა, რაიმე სისულელე შეკრება არ გაიმართოს.

ხალხი ისევ ერთმანეთს ეხუტება.

ისე სავსეა კაფე-ბარები, ეკლესიები და ჯგუფ-ჯგუფად თვშეყრის ადგილები ღია თუ დახურულ სივრცეში.

ისევ ებღლაძუნებიან ერთმანეთს ლოთი და ვაშკაცი ბიძერები.

იშევ ყველაშ ჯინაჟე ფოტკაობენ ჯაან პრაჯვინუჭები და ინსტაგრამის სთორებში ჩანს, რომ დიდად არც მაგათ ესმით, რომ ნებისმიერმა შეიძლება თავის სახლში ვირუსი მიიტანოს.

ვიღაცებს დაუდასტურდათ, სახლში ან კოვიდსასტუმროში წვანან და ისევ ჩვეულებრივი გრიპი ან საერთაშორისო მასშტაბის შეთქმულება ჰგონიათ.

იცით, რას გეტყვით? მე საავადმყოფოში ვარ და თუ არ ვრჩები, არც ვკვდები მაინც და ასეა თუ ისე, გამოვძვრები ამ უსაშველოდ გრძელვადიანი დაავადებისგან და თქვენ კი იკითხეთ, რატომ არ გაქცევენ ყურადღებას, როცა:

სიმპტომები გექნებათ და ტესტს დროულად ვერ გაგიკეთბენ.

112-ს ააფეთქებთ და ვერავინ გიპასუხებთ.

ექიმს მოიკითხავთ და იმასაც კოვიდი რომ ექნება.

როცა ტრანსპორტში ვიღაცას პირბადიდან ცხვირი კვლავ კუტუსავით ექნება გადმოკიდებული და თქვენ თავს იმით დაიმშვიდებთ, რომ თქვენ გიკეთიათ სწორად პირბადე.

აღარ არის "ცოტა შემაყოფინე"-ს დრო. კარს მოგვადგა იტალია, ამერიკა, სომხეთი, ინდოეთი და ბრაზილია. თუ სასტიკად გასასვლელი არ ხართ, დარჩით სახლში ან ისეირნეთ დისტანციურად - ამინდები გადასარევია. იყიდეთ რესტორანში და ჭამეთ პარკში. მოკლედ, დროებით ისევ დაივიწყეთ ძველი ცხოვრება და გადადით კომენდანტის საათის რეჟიმში.

ნებისმიერ დროს, თუკი რაიმით დახმარებას შევძლებ, მომწერეთ. ოღონდ იმას ნუ მკითხავთ, რასაც ისედაც აქ ვწერ. მადლობა თქვენ, ვინც საკუთარ და სხვების ჯანმრთლობაზე ზრუნავთ და მადლობა ამ ადამიანებს, რომლებიც ღამეებს ათევენ იმისთვის, რომ გადავრჩეთ.

ჯანმრთელობა ყველას".

"პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას" - რას წერს მძევალი გათავისუფლების შემდეგ

"მამაჩემს ორი სპორტული აღნაგობის ზონდერი დახვდა და თუ არ გაჩერდები, მოგკლავთო" - "ტვ პირველის" დირექტორი

"10 წლის წინ გაკეთებული სახურავიდან წყალი ჩადის, შარშან ბრეზენტით გადახურეს და დღეს ეს ნაფლეთები ფრიალებს" - რა მდგომარეობაშია გრემის ტაძარი?