დიმიტრი ლორთქიფანიძე - ვახტანგ მაისაია სასტიკად ნაცემია

დიმიტრი ლორთქიფანიძე - ვახტანგ მაისაია სასტიკად ნაცემია

მოშიმშილე პატიმარ ვახტანგ მაისაიას, შიმშილობის შეწყვეტის მოთხოვნით, სასტიკად სცემეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ოპოზიციონერმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა, ამის შესახებ ინფორმაცია მას მაისაიას ადვოკატმა ნათია კორკოტაშვილმა მიაწოდა.

მისი თქმით, ადვოკატის ინფორმაციით, მაისაიას მძიმე ფიზიკური ზეწოლის ნიშნები აქვს, თავად ცემის ფაქტზე კი სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ მაისაიას ადვოკატს წამების პრევენციის მექანიზმების ფარგლებში, სახალხო დამცველისადმი მიმართვაც ურჩია, რათა მან თავად მოინახულოს ნაცემი პატიმარი.

"იმის გამო, რომ მე სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგის საპარლამენტო კომისიაში აღარ ვარ, პატიმრის ნახვის საშუალება აღარ მაქვს", – განაცხადა ლორთქიფანიძემ და დასძინა, რომ ამიტომ ადვოკატს მან სახალხო დამცველისადმი მიმართვის რჩევა მისცა. დიმიტრი ლორთქიფანიძე სასჯელაღსრულების სისტემის მონიტორინგის კომისია ისე დაატოვებინეს, რომ მან ეს პოსტ-ფაქტუმ შეიტყო.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია სასჯელს სასჯელაღსრულების თბილისის მე-8 დაწესებულებაში იხდის. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 29 იანვარს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მაისაიას მსჯავრი ჯაშუშობაში დაედო. იგი დანაშაულს არ აღიარებს. ვახტანგ მაისაია 2009 წლის მაისში დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ