ავტორი:

"10 წლის წინ გაკეთებული სახურავიდან წყალი ჩადის, შარშან ბრეზენტით გადახურეს და დღეს ეს ნაფლეთები ფრიალებს" - რა მდგომარეობაშია გრემის ტაძარი?

"10 წლის წინ გაკეთებული სახურავიდან წყალი ჩადის, შარშან ბრეზენტით გადახურეს და დღეს ეს ნაფლეთები ფრიალებს" - რა მდგომარეობაშია გრემის ტაძარი?

"გელათის მდომარეობა ერთი დიდი უბედურებაა, და არანაკლებ დღეშია გრემი, დაახ. 10 წლის წინ გაკეთებული სახურავიდან წყალი ჩადის, შარშან ბრეზენტით გადახურეს დროებით და დღეს ეს ნაფლეთები ფრიალებს...", - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე და "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფოტოებსაც აქვეყნებს.

ტაძარის მდგომარეობისა და მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური "ფეისბუქ-გვერდი":

"გრემის მთავარანგელოზის ტაძრის გუმბათსა და სამრეკლოზე 2010-2011 წლებში განხორციელებული არასრულფასოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გადაუდებელ საკონსერვაციო ჩარევებს აწარმოებს. მათივე ცნობით, მნიშვნელოვანი სტრუქტურული დაზიანებების შედეგად, რაც გუმბათისა და სამრეკლოს კონუსის არქიტექტურულ ფრაგმენტებზეა გამოვლენილი, ტაძრის ინტერიერი წყლის ინფილტრაციის სერიოზული რისკის ქვეშ მოექცა.

ამჟამად სააგენტოს დაკვეთით, კავშირი „კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის ცენტრის“ სარესტავრაციო ჯგუფი გრემის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის გუმბათზე და სამრეკლოზე დროებითი ხარაჩოს მოწყობას ასრულებს, რომლის მეშვეობით, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი არქიტექტურული ფრაგმენტები დროებითი გადახურვით დაიხურება.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, მიმდინარე კვირის 23 ოქტომბერს გრემის სამონასტრო კომპლექსს სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების სექციის წევრი სპეციალისტები მოინახულებენ, რომლებიც ტაძრისა და სამრეკლოს გუმბათებზე გამოვლენილი დაზიანებების გადაუდებელ საკონსერვაციო მეთოდოლოგიას განსაზღვრავენ და საბჭოს განსახილველად წარუდგენენ. საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე კი დაჩქარებულ ვადებში დაიხვეწება სარესტავრაციო პროექტი, რომლის განხორციელებისთვის ეროვნულ სააგენტოს 150 ათასი ლარი უკვე გამოყოფილი აქვს. საკონსერვაციო პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ფარგლებში გამოიცვლება არსებული კრამიტიც, რომელიც ტრადიციული წესით - თიხის დაწნეხვის, დაფერვისა და მოჭიქვის მეთოდით უკვე დამზადებულია და შრობის პროცესშია.

გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევებისა და წყლის ინფილტრაციის რისკის გამორიცხვის შემდეგ, ეროვნული სააგენტოს დაკვეთითვე, მხატვარ-რესტავრატორთა ჯგუფი გრემის მთავარანგელოზის ტაძრის მხატვრობის საკონსერვაციო პროექტის კვლევით-მოსამზადებელ სამუშაოებს დაიწყებს, რომლის საფუძველზე ეროვნული კატეგორიის ძეგლის კედლის მხატვრობის კონსერვაცია 2021 წლიდან წარიმართება.

"არ არსებობს "კეთილი" ყაჩაღი. არ აქვს მნიშვნელობა ხაჭაპური აჭამა მძევლებს თუ ტერფების მასაჟი შესთავაზა" - გიორგი გობრონიძე

"იყვნენ სამნი. აქედან ორი ფეიკმძევალი" - გვარამია ამტკიცებს, რომ ზუგდიდში, ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა უცნობმა წყარომ აცნობა

როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში ზუგდიდში მომხდარ მოვლენებს - "ახლა მხოლოდ იმაზე ვნერვიულობ, ფულის დათვლისას, პირში ხელი არ ჩაიდოს"