საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაერო-ს სამიტს დაესწრება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს.
სააკაშვილი ნიუ-იორკში 19 სექტემბერს გაემგზავრება. ვიზიტი 25 სექტემბერს დასრულდება.
პრეზიდენტის შეხვედრებისა და სამიტზე სიტყვით გამოსვლის შესახებ დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის.
ნიუ-იორკში გაერო-ს სამიტი 20-22 სექტემბერს გაიმართება, რომლის თემაც ათასწლეულის განვითარების მიზნებია.