ავტორი:

"დედამისი ივანიშვილთანაც მივიდა, ბიძინაც კი მესაუბრა ამ თემაზე" - რას აცხადებს გოგი თოფაძე შვილიშვილის დაჭრის საქმეზე, რატომ გადაიდო ბუსა ჟვანიას სასამართლო პროცესი?

"დედამისი ივანიშვილთანაც მივიდა, ბიძინაც კი მესაუბრა ამ თემაზე" - რას აცხადებს გოგი თოფაძე შვილიშვილის დაჭრის საქმეზე, რატომ გადაიდო ბუსა ჟვანიას სასამართლო პროცესი?

ბუსა ჟვანიას სასამართლო პროცესი 24 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ის ნოემბრის ბოლოსთვის გადაიდო. შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2 აგვისტოს საკუთარ სახლში დაჭრეს, რაშიც ბრალდებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ambebi.ge დაზარალებულ ლევან თოფაძის ბაბუას გოგი თოფაძეს ესაუბრა, დავინტერესდით, როგორც მისი შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ასევე იმით, თუ რატომ გადაიდო სასამართლო?

გოგი თოფაძე:

"ლევანი ისევ ისეა, სამწუხაროდ, მარცხენა ფეხში ისევ არ აქვს შეგრძნება. ჩაწყნარდეს ყველაფერი და სადღაც 2 თვის შემდეგ, გერმანიაში უნდა წავიყვანო. ნუ ნერვიულობს ბუსას დედა, რომელსაც გასაგებია, აწუხებს თავისი შვილის ამბავი. იცით, რომ მას დანაშაულისთვის 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. რადგან ახალგაზრდა კაცია, უკან დავიხიეთ, ახლა კვალიფიკაცია შეიცვლება ალბათ და 3-დან 6 წლამდე სასჯელი ემუქრება.

დედამისი 1-2-ჯერ იყო ჩემთან მოსული და ვუთხარი, - კინაღამ ბავშვი მომიკლა-მეთქი... ღამის 5 საათზე შემოვარდა, მე-4 სართულზე ავარდა, ატეხა ბათქა-ბუთქი, ძლივს გადარჩა ლევანიკო, სამი დღე რეანიმაციაში იყო. სასამართლო 24 სექტემბერს უნდა ყოფილიყო, ახლა ნოემბერში გადაიტანეს. კი ბატონო, იყოს, მაგრამ მეტს ნურაფერს ელიან. დედას "ვუნამიოკე", ეყოფა, რაც ჩაიდინა შენმა შვილმა - მეთქი. რამდენი კაცი უნდა დაჭრას კიდევ, 3-დან 6 წლამდე იყოს ციხეში. იჯდეს, მოჭკვიანდება. ახლა მთლად ვერ გადავყვებით მაგას, ბავშვი ჯერ კიდევ გადასარჩენად მყავს წასაყვანი. როგორც ყველა დედა, ქალბატონი ნინო წუხს. ბიჭმა რაღაც ხომ უნდა გაიგოს, დაჯდეს ცოტა ხანი, რომ მიხვდეს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

დედამისი ივანიშვილთანაც მივიდა, ბიძინაც კი მესაუბრა ამ თემაზე. ჯობია, დროზე დავამთავროთ ეს ამბავი, გადაეცით, თორემ შეიძლება უფრო გაურთულდეს საქმე. რამდენჯერ გადადებენ სასამართლოს? ვიღაცებს რევენ და ალბათ ამიტომ დებენ პროცესს. ჩემგან მეტს ნურაფერს ელიან. საკმარის დათმობაზე წავედით, მაგათ კიდე გაამართლონ უნდათ, ასე არ გამოვა!".

"ამოღებულია ვიდეომასალა, რომელშიც რიგი ფაქტობრივი გარემოებებია ასახული" - რას ამბობს გოგი წულაიას საქმის პროკურორი

"შებოჭა და ძალადობით მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა" - პროკურატურა გოგი წულაიასთვის ბრალის დამძიმებაზე ინფორმაციას ავრცელებს

"შვილი რომ დაინახა ასეთ მდგომარეობაში, ალბათ გული გაუსკდა და ისიც ჩამოვარდა" - რას ყვებიან ქობულეთში გარდაცვლილ მამა-შვილზე?