ავტორი:

ნინო მაჩაიძის ოჯახური იდილია ფოტოებში - 35 წლის მომღერალი მეორე შვილის მოლოდინშია

ნინო მაჩაიძის ოჯახური იდილია ფოტოებში - 35 წლის მომღერალი მეორე შვილის მოლოდინშია

35 წლის ნინო მაჩაიძე ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ საოპერო მომღერლადაა აღიარებული. მას ხშირად უწოდებენ "ოპერის ანჯელინა" ჯოლის. რამდენიმე წლის წინ მაჩიაძეს მსოფლიოს ლამაზ საოპერო მომღერალთა შორის პირველი ადგილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიანიჭა.

ქართველი სოპრანო 2016 წელს საიუველირო ბრენდის BVLGARI-ს სახე გახდა. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მაჩაიძე იტალიელ მომღერალზე გვიდო ლოკონსოლოზეა დაქორწინებული. მათ ერთი ვაჟი, ალესანდრო ჰყავთ.

ნინომ იტალიელი კოლეგა გვიდო "ლა სკალას" აკადემიაში გაიცნო. პირველ წელს იყო მეგობრობა. შემდეგ ორივეს "ლა სკალამ" "რიგოლეტოში" მონაწილეობა შესთავაზა.

"მე და გვიდოს ხშირად გვიწევს ერთმანეთისგან შორს ყოფნა, მე ერთ ქალაქში, გვიდოს - მეორეში. თავისუფალი დრო რომ გამოგვიჩნდება, ერთმანეთთან ჩავდივართ. ეს არის მომღერლის ცხოვრება. აქვს კარგი მხარეებიც და ცუდიც. უარყოფითი ის არის, რომ ახლობლებისგან შორს ხარ, მაგრამ, როცა ხანგრძლივი განშორების შემდეგ ხვდები, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა", - აღნიშნავს ქართველი სოპრანო.

მომღერალი სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებს ოჯახური იდილიის ამსახველ ფოტოებს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნინო მეორე შვილზეა ფეხმძიმედ და გოგონას ელოდება. ამასთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" პოსტიც გამოაქვეყნა.

"ბევრ სიახლეს ელოდოს გამოძიება, რაზეც მოუწევს პასუხის გაცემა" -  რას წერს მიხეილ რამიშვილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

"საძმოს მონასტერში დაუდასტურდა Covid 19, დღეიდან ჩათვალეთ, კარანტინია. ყველამ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ დაავადებას" - რას წერს არქიმანდრიტი სერაფიმე

"საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?!" - შოთა და აჩი არველაძეების სიმღერის მორიგი ემოციური ვიდეო უზბეკეთიდან