საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში საქართველოს ორი მოქალაქის დაპატიმრების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შესაძლოა, მანუჩარ ქირია და ნოდარ ბეროევი საფრანგეთში მართლაც გაასამართლეს, თუმცა ამის შესახებ სამინისტროში ოფიციალური ცნობა არ არსებობს.
ადგილობრივ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით დღეს რუსულენოვანმა სააგენტომ "გრუზია ონლაინმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ქალაქ შამბერის სასამართლომ საქართველოს ორ მოქალაქეს, 28 წლის მანუჩარ ქირიას და 18 წლის ნოდარ ბეროევს ყაჩაღობისთვის პატიმრობა მიუსაჯა. ქირიას 18, ხოლო ბეროევს 8-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. როგორც სასამართლო სხდომაზე ითქვა, საქართველოს ორივე მოქალაქე საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში გადადიოდა და და ბინებს აყაჩაღებდა.