ავტორი:

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ პირი, რომელიც ზუგდიდში ბანკს თავს დაესხა, ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთს

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ პირი, რომელიც ზუგდიდში ბანკს თავს დაესხა, ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთს

ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ პირი, რომელიც ზუგდიდში ბანკს თავს დაესხა, ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთს.

გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის კონსტანტინ ფილიას განცხადებით, თავდამსხმელი ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Sputnik-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილების ვერსიას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამტაცებლის ავტომობილის აფხაზეთისკენ გადაადგილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

ცნობისთვის, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს - მისცეს თანხა, გამოუყვეს ვერტმფრენი და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 3 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა "საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც.

"თუ ტყიდან სოფელ კირცხში შემოვიდა, შეუძლია ახალ ხიბულაშიც გადავიდეს, ან ლესიჭინეში, ან დაბაში" - სად მდებარეობს სოფელი კირცხი, რომლის ტყესაც შეაფარა დამნაშავემ თავი

საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში - რა ფოტოებს აქვეყნებენ და რას წერენ წამყვანი მედიასაშუალებები ზუგდიდში, ბანკზე თავდასხმის შესახებ

პოლიციის უფროსი ავთო გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლები თავისუფლები არიან