ავტორი:

მარტყოფში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით 16 წლის ახალგაზრდა დააკავეს

მარტყოფში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით 16 წლის ახალგაზრდა დააკავეს

პოლიციამ მარტყოფში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2004 წელს დაბადებული, არასრულწლოვანი ნ.ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

მათი ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს - 2001 წელს დაბადებულ ზ.ხ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმში საკონდიტრო მაღაზია გატეხეს - "გვერდით საცხობის გატეხვასაც ცდილობდნენ, თუმცა იქ მეპატრონემ მიუსწრო"

"ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელს, რომელმაც მძევლები აიყვანა, ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს" - რას აცხადებენ ოკუპირებულ აფხაზეთში?

როგორ ქრებოდა მნიშვნელოვანი რუკები და დოკუმენტები არქივებიდან - რა ჩვენებები მოიპოვა ambebi.ge-მ ე.წ. საზღვრის დადგენის სკანდალური საქმიდან