ავტორი:

"შსს-ს აქვს ამოცანა, რომ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული" - პრემიერი

"შსს-ს აქვს ამოცანა, რომ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული" - პრემიერი

"შსს-ს და სამართალცამცავ უწყებას სრულად აქვს ამოცანა, რომ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი სპეცოპერაციის დროს მთავარი ამოცანა იყო, რომ მძევლების სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნოდა და ეს ამოცანა შესრულდა.

"გუშინ ზუგდიდში შექმნილი ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ეს იყო პირველი რიგის ამოცანა და მიღწეული შედეგი, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ეს პირველი რიგის მხოლოდ ამოცანაა.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცავ უწყებას სრულად აქვს ამოცანა, რომ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული.

ყველა კანონიერი ინსტრუმენტი და უფლება, რომელიც მათ აქვთ ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული, იმისთვის, რომ არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძნების შემდგომი აღქმაში გაჩენა" - აღნიშნა პრემიერმა.

არჩევნები მესიის გარეშე, მაგრამ ისევ ივანიშვილის და სააკაშვილის მეტოქეობით - საარჩევნო გარემო, სოციოლოგია და ვინ როგორ სცადა პანდემიის გამოყენება

"ეს იყო პრორუსული ქვეცნობიერის გამოვლენა" - პრემიერი ბუბა კიკაბიძის მიერ "თბილისოს" რუსულად შესრულებაზე

"შორიდან "სკაიპით" ჩართული ლიდერის განცხადებას შესაძლოა სამართლებრივი შეფასება მიეცეს" - პრემიერი სააკაშვილს პასუხობს