პოლონეთის წარმომადგენელმა პოლონეთის პრეზიდენტის საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო თანამდებობა დატოვა

პოლონეთის წარმომადგენელმა პოლონეთის პრეზიდენტის საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო თანამდებობა დატოვა

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში პოლონეთის წარმომადგენელმა, ანა ფოტიგამ პოლონეთის პრეზიდენტ კომოროვსკის საქართველოს შესახებ გამონათქვამების გამო თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია პოლონურმა გაზეთმა "Gazeta Wyborcza" გაავრცელა.

გაზეთის ინფორმაციით, ანა ფოტიგამ შესაბამისი წერილით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის გასულ კვირას მიმართა.

"მხედველობაში მაქვს რა ის გარემოება, რომ ჩემი შეხედულებები საქართველოში არსებულ ვითარებასა და გეოპოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ კომაროვსკის შეფასებებისგან განსხვავდება, არა მაქვს უფლება, წარმოვადგენდე პოლონეთს იმ საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვნად განსაზღვარავს პოლიტიკას", - ნათქვამია ანა ფოტგას მიერ მინისტრ სიკორსკისადმი მიწერილ წერილში.

პოლონეთის პრეზიდენტმა პოლონურ გაზეთ "Rzeczpospolita" -ს კითხვაზე, შეუძლიათ თუ არა ქართველებს თქვენი იმედი ისევე ჰქონდეთ, როგორც პრეზიდენტ კაჩინსკისა, პრეზიდენტმა კომაროვსკიმ უპასუხა - "ამ აზრით, ალბათ, - არა. მე არ წავალ საზღვარგარეთ იმის გამო, რომ ასე საქართველოს პრეზიდენტს სურს. ამასთან ერთად, პოლონეთი ერთმნიშვნელოვნად დაუჭერს მხარს ყველა ერის თვითგამორკვევისა და თავისუფლების უფლებას. საქართველოსთან დაკავშირებით პოლონეთი უარს არ იტყვის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. მართალია, პოლონეთი ვერ შეასრულებს ამერიკის როლს, რომლის შესრულება, როგორც ჩვენ გვეჩვენება, მათ უნდათ. შესაძლოა, სწორედ ამაში დარწმუნებულობის გამო შორს მიმავალი იმედები გაჩნდა".

ამ ინტერვიუს გამო პრეზიდენტი კომოროვსკი ოპოზიციურმა პარტიებმაც გააკრიტიკეს.

სიკორსკისადმი გაგზავნილ წერილში ფოტიგა აღნიშნავს, რომ დონალდ ტუსკისა და სიკორსკის მიერ თბილისში გაკეთებული განცხადებები იმის გამო მოეწონა, რომ "ისინი იმ შეხედულებებს ემთხვევა, რომელსაც მე ვიზიარებ".

ფოტიგა მიიჩნევს, რომ კომოროვსკიმ ის შეხედულებები გაახმოვანა, რომელიც, როგორც მან არაერთხელ აღნიშნა, "მთავრობასთან შეთანხმებულია". 

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე