ავტორი:

"400-მდე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა" - რომელ რეგიონებში ფიქსირდება Covid 19-ის ყველაზე მეტი მაჩვენებელი და რა რეკომენდაციას იძლევა მთავრობა

"400-მდე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა" - რომელ რეგიონებში ფიქსირდება Covid 19-ის ყველაზე მეტი მაჩვენებელი და რა რეკომენდაციას იძლევა მთავრობა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევიდან 686 თბილისში დაფიქსირდა. მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებული პაციენტებიდან 397 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა:

"აჭარის რეგიონში - 487 შემთხვევა გვაქვს

იმერეთში - 356

ქვემო ქართლში - 36

შიდა ქართლში - 35

გურიაში -17

სამეგრელო-ზემო სვანეთში - 69

კახეთში - 24

მცხეთა-მთიანეთში -12

სამცხე ჯავახეთში - 30

რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7

თბილისში - 686 ახალი შემთხვევა".

მთავრობა მკაცრ რეკომენდაციას იძლევა, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადის ტარება ღია სივრცეებშიც მოხდეს. შესაბამისი განცხადება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.

„მკაცრი რეკომენდაცია გახლავთ, რომ 3 ქალაქში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოითხოვს და ეს ქალაქებია თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, პირბადის ტარება მოხდეს გარე სივრცეებშიც, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი. მოგიწოდებთ, რომ დღეიდან თბილისში, ქუთაისში და ბათუმში ღია სივრცეებში პირბადე ვატაროთ.

ეს გაკონტროლდება შესაბამისი სამსახურების - შსს-სა და შრომის ინსპექციის მხრიდან. იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება პოლიციის რესურსის გამოყენება ცნობიერების ამაღლებასა და მითითებისთვის. იმედი მაქვს, რომ ამაზე პოლიციის რესურსის გამოყენება არ იქნება საჭირო. ამას ამ ეტაპზე აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, თუმცა, მკაცრი რეკომენდაციაა, გთხოვთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ, რომ არ დაგვჭირდეს გარე სივრცეებზეც ჯარიმის დაწესება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ წესს მოქალაქეები შეასრულებენ. პირბადე და დისტანცია არის ერთადერთი ქმედითი საშუალება ვირუსის გავრცელების შესანელებლად", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

"ჯანმო-სგან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ "რემდესივირი" გამოვიყენოთ, შესაბამისად, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები" - ეკატერინე ტიკარაძე

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი პაციენტია ამჟამად ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - "ინფიცირების ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული"

"ცხელი ხაზების გადატვირთულობის პრობლემები მოხსნილია, პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება" - ნათია მეზვრიშვილი