ავტორი:

"ცხელი ხაზების გადატვირთულობის პრობლემები მოხსნილია, პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება" - ნათია მეზვრიშვილი

"ცხელი ხაზების გადატვირთულობის პრობლემები მოხსნილია, პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება" - ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ის პრობლემები, რომელიც ცხელი ხაზების გადატვირთულობასთან იყო დაკავშირებული, მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ნათია მეზვრიშვილმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, თუკი, მოქალაქეები პირბადეს ატარებენ და დაიცავენ დისტანციას, ვირუსის გავრცელება 70%-ით შემცირდება.

„დღეს 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ზოგადად, მატების ტენდენცია გრძელდება და ეს პროცესი გაგრძელდება, ანუ შემთხვევების მატება კიდევ იქნება. ამის მიუხედავად, დღეს ჩვენ გვაქვს პირველი დღე, როცა ადაპტაციის პროცესში გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება. ხარვეზები, რა თქმა უნდა, ბევრია, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა, ეს ხარვეზები რაც მართვის პროცესშია, ნაბიჯ-ნაბიჯ სწორდება და ამ პროცესში შტაბი, თითოეული სამინისტრო და ყველა შესაბამისი პასუხისმგებელი პირი ჩართულია. ის გარკვეული პრობლემები, რომელიც დაკავშირებული იყო ცხელი ხაზების გადატვირთულობასთან, შეიძლება ითქვას, რომ ეს პრობლემები მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ამ მიმდინარე პროცესში ეტაპობრივად სწორდება. ადაპტაციის და მართვის ეტაპზე, ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ, რომ ამ პროცესის მართვადობა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, რაც ბუნებრივია, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესძლებელი, რაშიც იგულისხმება სახელმწიფოს მხრიდან ამ წესების აღსრულება, მოქალაქეების მხრიდან წესების და რეკომენდაციების შესრულება და ამ წესების და რეკომენდაციების შესრულება რა თქმა უნდა, შესაბამისი დაწესებულებების და კერძო ორგანზიაციების მიერ. თუ ჩვენ გვექნება წეესების შესრულების, განსაკუთრებით, პირბადის ტარების და დისტანციის დაცვის ნაწილში 90%-იანი შესრულება, ვირუსის გავრცელების შენელება 70%-ით არის შესაძლებელი. ამიტომ, ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაიმახსოვროს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა არ განიხილება. ამასთან, მეზვრიშვილმა განმარტა, რა შემთხვევაშია მკაცრად რეკომენდირებული გარე სივრცეში პირბადის გაკეთება.

„გარე სივრცეში იგულისხმება ყველაფერი, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერებები. ამას გააკონტროლებს პოლიცია და შრომის ინსპექცია. თუ ვდგავართ 5 ადამიანი და დისტანციას ვერ ვიცავთ, ან არ არის ამის საშუალება, მნიშვნელოვანია, რომ პირბადე გვეკეთოს. სასურველია პირბადე ეკეთოთ მოქალაქეებსაც, რომლებიც გადაადგილდებიან ფეხით სამსახურში. გვაქვს სიტუაციები ქუჩაში, როდესაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. აქ რა თქმა უნდა, მკაცრად რეკომენდირებულია, რომ პირბადე გვეკეთოს. მაგრამ, თუ გარშემო ადამიანები არ იმყოფებიან და დისტანციის დარღვევას ადგილი არ აქვს, იქ ვიტყოდი, რომ სასურველია“ , - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

"მხოლოდ ბოლო 24 საათში 131 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე პაციენტებზე და რა არის მისი 2 მთავარი გზავნილი

"დღეიდან ქვეყანაში ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები ამოქმედდება - 20 წუთში პასუხი გექნებათ" - პაატა იმნაძე

"400-მდე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა" - რომელ რეგიონებში ფიქსირდება Covid 19-ის ყველაზე მეტი მაჩვენებელი და რა რეკომენდაციას იძლევა მთავრობა