ავტორი:

მილიარდერი საქართველოდან - ვინ არის მიხეილ ლომთაძე, რომელსაც Forbes-ი ახალ მილიარდერს უწოდებს

მილიარდერი საქართველოდან - ვინ არის მიხეილ ლომთაძე, რომელსაც Forbes-ი ახალ მილიარდერს უწოდებს

ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებული IPO-ის განხორციელების შემდეგ ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებლები ახალი მილიარდერები გახდნენ - წერს Forbes-ი.

დამფუძნებლის ვიაჩესლავ კიმის წილის ღირებულება 2.5 მილიარდ დოლარზე მეტია, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი მიხეილ ლომთაძე 2 მილიარდ დოლარზე მეტს ფლობს.

კომპანიის აქციების საწყისი ფასი გასულ ხუთშაბათს 33,75 აშშ დოლარი იყო, სამშაბათს კი 41,80 დოლარამდე გაიზარდა.

  • გზა მილიარდერობამდე

მიხეილ ლომთაძე საქართველოში, ქალაქ ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის MBA ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, რომელიც 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხით დაასრულა.

ლომთაძე ყაზახეთში სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში აქტიურად არის ჩართული, ასევე ბევრ სოციალურ აქტივობებს ახორციელებს.

მიხეილ ლომთაძემ ბიზნესმოღვაწეობა საქართველოში დაიწყო, სადაც კონსალტინგური კომპანია „ჯი-სი-ჯი აუდიტი“ დააფუძნა და მისი ხელმძღვანელობა ითავა. 2002 წელს ეს კომპანია „ერსტ ენდ იანგის“ შემადგენელი ნაწილი გახდა.

2002 წლიდან მიხეილ ლომთაძემ რუსეთში, „ბეარინგ ვოსტოკ კეპიტალ პარტნერსში“ დაიწყო საქმიანობა, სადაც საინვესტიციო პროექტების მენეჯერის პოსტი დაიკავა, 2004 წლიდან ამ კომპანიის პარტნიორიც გახდა. წაიკითხეთ სტატია სრულად

შვედეთმა 5G ქსელებისთვის განკუთვნილი Huawei-სა და ZTE-ს გადამცემები აკრძალა - როგორ ხსნიან ფაქტს ქვეყანაში?

25-27 დეკემბერს "ენგურჰესი" შესაძლოა გაჩერდეს - რა ბრძანება გასცა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ

როგორ უნდა შეავსოთ განცხადება 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად - ვიდეოინსტრუქცია