ავტორი:

ქვეყნები მსოფლიოში, სადაც კორონავირუსის რეკორდული დღიური ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

ქვეყნები მსოფლიოში, სადაც კორონავირუსის რეკორდული დღიური ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 84 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 16 ივლისს იყო დაფიქსირებული, როდესაც ინფიცირების 77 299 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აშშ-ში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით, საერთო ჯამში, 8.5 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 224 000-მდე შემთხვევა ფატალურად დასრულდა.

გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 42 032 ახალი შემთხვევა დადასტურდა საფრანგეთში, რაც ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების პერიოდიდან, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, საფრანგეთში ვირუსს კიდევ 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი 34 508-მდე გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში, საერთო ჯამში, ინფიცირების 1 041 075 შემთხვევაა დადასტურებული.

გუშინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთს ვირუსთან ერთად ცხოვრება მინიმუმ 2021 წლის ზაფხულამდე მოუწევს.

კორონავირუსის 14 714 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 418 005-მდე გაიზარდა გერმანიაში, - შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 49 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 10 003-ს მიაღწია.

ცნობისათვის, გერმანიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება. ხუთშაბათს ინფიცირებულების დღიურმა რაოდენობამ 10 000-ს პანდემიის დაწყების დროიდან პირველად გადააჭარბა.

ჩეხეთის რესპუბლიკაში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 15 252 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 238 323-მმდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, კორონავირუსის ერთ დღეში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ ჩეხეთში 15 000-ს პირველად გადააჭარბა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 126 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1971-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 10.7 მილიონს შეადგენს.

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 16 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 497 167-მდე გაიზარდა რუსეთში, - ამ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 296 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 25 821-ს მიაღწია. 11 567-ით გაიზარდა ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა.

საერთო ჯამში კი რუსეთში კოვიდ 19-სგან 1 130 818 ადამიანი განიკურნა.

ცნობისთვის, ინფიცირებულების რაოდენობით, რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ.

"რა პრობლემა აქვს მაკრონს მუსლიმებთან? მას ფსიქიკურ დონეზე მკურნალობა სჭირდება" - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ზუგდიდში ბანკის ძარცვის საქმეს - "ბატონო ტერორისტო, იქნებ დაგვეხმაროთ პუტინისგან გათავისუფლებაშიც, ვალში არ დაგრჩებით!"

პოლონეთის პრეზიდენტი კორონავირუსით დაინფიცირდა