ავტორი:

როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ზუგდიდში ბანკის ძარცვის საქმეს - "ბატონო ტერორისტო, იქნებ დაგვეხმაროთ პუტინისგან გათავისუფლებაშიც, ვალში არ დაგრჩებით!"

როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ზუგდიდში ბანკის ძარცვის საქმეს - "ბატონო ტერორისტო, იქნებ დაგვეხმაროთ პუტინისგან გათავისუფლებაშიც, ვალში არ დაგრჩებით!"

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" მომხდარ სკანდალურ ძარცვას დასავლური მედიის გარდა, რუსული გამოცემებიც ეხმაურებიან. 21 ოქტომბრის ყაჩაღობის სხვადსხვა ეპიზოდებს აქტიურად განიხილავენ რუსულ სოციალურ ქსელებშიც.

"როგორ წაიღო მძარცველმა ბანკიდან 500 000 ათასი დოლარი, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას interfax.ru, რომლის ცნობითაც, მძარცველი, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა და ავტომატითა და ხელყუმბარით იყო შეიარაღებული, მისი მოქმედებებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, შეიარაღებული ძალების ან ძალოვანი უწყებების ყოფილი წარმომადგენელი იყო.

"პოლიციამ მას თავად გადასცა ნახევარი მილიონი დოლარი, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ", - წერს echo.msk.ru, რომლის ცნობითაც, საგამოძიებო და ძებნითი ღონისძიებები დღემდე გრძელდება.

"ქართული პოლიცია ბანკზე თავდასხმელზე ძებნას განაგრძობს", - წერს vesti.ru. გამოცემის ინფორმაციითაც, თავდამსხმელს თანხა პოლიციის ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა მიუტანა, რომელმაც მას სხვა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, უსაფრთხოდ წასვლის საშუალება მისცა. ინტერნეტმომხარებლების დიდი ნაწილი ირონიული იუმორით აღნიშნავდა, რომ რამდენიმესაათიან სპეცოპერაციას ინტერესით უყურეს, თუმცა სიმძაფრე დააკლდათ.

"მაგალითად, რუსეთში მსგავსი შემთხვევა, აუცილებლად ФСБ-ს ალყით, თავდამსხმელის მიმართ ულტიმატუმითა და, საბოლოოდ, შტურმით დასრულდებოდა, რომელსაც მოჰყვებოდა მსხვერპლი, შემდეგ კი, პუტინის სამძიმრის შემცველი, თუმცა, გამარჯვებულის ტონალობაში წარმოთქმული სიტყვები, რომ "ძალიან წუხს დაღუპულების გამო, უსამძიმრებს მათ ოჯახებს, მაგრამ რუსეთი არასდროს წაახალისებს ტერორიზმსა და მძარცველებს".

ამას მოჰყვებოდა, პროსახელისუფლებო მედიის გადაცემები პათოსით, რომ გარე ძალების კიდევ ერთი შეტევა წარმატებით მოვიგერიეთ და მოსკოვი ტერორიზმს არასდროს შეეგუება, თუნდაც მსხვერპლის ფასად, რათა პრეცენდენტად არ იქცეს! მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეცენდენტები მაინც ხდება, თან საკმაოდ ხშირად... ეს ყველაფერი იქნებოდა, ცენტრალურ მოედანზე მიხაკებისა და სანთლების ფონზე... ჩვენ ასეთ ცხოვრებას შევეჩვიეთ. ქართველებო, რა ყველაფერში უცნაურები ხართ, როგორ ცხოვრობდით თქვენ საბჭოთა სივრცეში?!", - წერენ რუსები.

მსგავსი შინაარსის კომენატრები აქვს Youtube.com-ზე დადებულ ვიდეოს, რომელშიც მძარცველის მოქმედებებია ასახული.

"თუ აქამდე გვსმენია ძარცვა იტალიურად, ფრანგულად, ან ამერიკულად, ახლა მოვისმინეთ, ძარცვა ქართულად", - წერს "სერგეი შუტკო".

"რა უცნაურია, კავკასიაში უფროსების მიმართ განსგტერებიც კი შემწნყარებლები არიან... თუმცა, ქართველები მართლაც გამოირჩეოდნენ განსხვავებული ჰუმანიზმით, უფროსი თაობის მიმართ", - წერს კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი, ელენა ნისტორი.

"ბატონო ტერორისტო, იქნებ დაგვეხმაროთ პუტინისგან გათავისუფლებაშიც, ვალში არ დაგრჩებით!" - წერს მაქსიმ პონომარენკო.

ფრანგულ გამოცემაში ერდოღანის კარიკატურას აღშფოთება მოჰყვა - თურქეთის საგარეო უწყებამ საფრანგეთში საელჩოს წარმომადგენელი კონსულტაციებისთვის გაიწვია

ევროპა კვლავ კარანტინში: რიგ ქვეყნებში, მათ შორის, შვედეთში, მკაცრი შეზღუდვები დაწესდა - როგორია ბოლო დღეების ეპიდვითარება

"შესაძლოა, 2022 წლამდე ნორმალურ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდეთ" - ენტონი ფაუჩი