ავტორი:

"ხშირად რაციას უსმენდა, ოღონდ პასუხს არ სცემდა, თითქოს მითითებებს ან ინფორმაციას იღებდა" - რა დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი ბანკის თავდამსხმელზე?

"ხშირად რაციას უსმენდა, ოღონდ პასუხს არ სცემდა, თითქოს მითითებებს ან ინფორმაციას იღებდა" - რა დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი ბანკის თავდამსხმელზე?

მოგეხსენებათ, ზუგდიდში 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებისას, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირმა რამდენიმე მძევალი აიყვანა. "კვირის პალიტრა" მათ ესაუბრა. გთავაზობთ ნაწყევტს სტატიიდან:

ნანა:

- თვალების გარშემო საღებავი ესვა, რომ არ ეცნოთ, თუმცა საუბრისას ცდილობდა დიდხანს არ ეყურებინა თვალებში. რასაც შეეხებოდა, სველი ხელსახოცით მუდმივად წმენდდა. ახლა ვხვდები, ყოველი ქმედება ათასჯერ ნამეცადინები ჰქონდა... ხშირად რაციას უსმენდა, ოღონდ პასუხს არ სცემდა, თითქოს მითითებებს ან ინფორმაციას იღებდა. როგორც ჩანს, მეორე გასროლაზე გარედან შეატყობინეს, გიღებენო და ისიც ზუსტად იქით შეტრიალება. თავად გვითხრა, იმას იმიტომ ვესროლე, მიღებდაო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დახოცვაც არ გაუჭირდებოდა. უთხრა კიდეც რომელიღაცას, თუ სპეცოპერაციას დაგეგმავენ, სროლა მომიწევს, ოდესმე მაინც მოკვდები, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, როდის და როგორ, თუმცა ახლა არა. მეგრული აქცენტი ჰქონდა, რამდენჯერმე რუსული სიტყვაც გაურია. როგორც კი მძევლების პირველი ნაწილი გაუშვა, მოხუცები და ფეხმძიმე გოგონა, მაშინვე გაგვაფრთხილა, ერთი ზედმეტი მოძრაობა და გესვრითო. თუმცა შემდეგ უფლება მოგვცა წყლის დასალევად გავსულიყავით, ოღონდ ცალ-ცალკე. თავად თავისი ბოთლიდან სვამდა. როდესაც "112"-თან კონტაქტი ვერ შედგა, რამდენიმე კაცს უბრძანა, ტელევიზიებში დარეკეთო... როცა ავთანდილ გალდავამ დაურეკა, ტელეფონის სპიკერი ჩართული იყო, გალდავა არწმუნებდა, მოვდივართ შენს პირობებზე, ოღონდ ყველა მძევალი უნდა გაათავისუფლო, უსაფრთხოების გარანტიას გაძლევო. მივხვდით, რომ ძალოვნები მის პირობებზე თანახმა იყვნენ და იმედი მოგვეცა. ისიც უფრო ლმობიერი გახდა. წაიკითხეთ სტატია სრულად

"მელიქიშვილმა მის მიმართ გამოიჩინა სექსუალური ლტოლვა, სექსუალურ კონტაქტს სთავაზობდა. ამან ძალიან გააღიზიანა ნარიმანიძე..." - რას ყვება ადვოკატი თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე

თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს