ავტორი:

გლდანის N8 ციხის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას ამბობენ პენიტენციურ სამსახურში

გლდანის N8 ციხის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას ამბობენ პენიტენციურ სამსახურში

გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ორ ბრალდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებულებს ვირუსი გეგმიური შემოწმების შედეგად გამოუვლინდათ, რის შემდეგაც ისინი ერთ-ერთ კოვიდლნიკაში გადაიყვანეს.

"პენიტენციურ სისტემაში 12 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი პროტოკოლის თანახმად, ახალდაკავებული ბრალდებულები, რომლებიც მოთავსებულები არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკის, ან მიმღები პენიტენციური დაწესებულების საკარანტინო სივრცეში, 12-დღიანი საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ PCR ტესტირებას გადიან და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება მათი დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან შერევა. სწორედ ასეთი გეგმიური ტესტირების შედეგად დაუდასტურდა ვირუსი ორ პირს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ, ე.წ. კოვიდკლინიკაში, სადაც მათზე ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით განხორციელდება, რათა არ იყოს კლინიკაში მათთან ერთად ესკორტის ოფიცრების ყოფნის საჭიროება. ინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია", - აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის ინფორმაციის თანახმად, 23 ოქტომბერს ჯამში N8 დაწესებულების საკარანტინო სივრცეში მოთავსებულმა 30 პატიმარმა გაიარა PCR ტესტირება და ორის გარდა ყველა პასუხი უარყოფითი იყო.

"რაც შეეხება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ დაწესებულების თანამშრომლებს, უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, საკარანტინო სივრცეში ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ფარი, ხელთათმანები და ა.შ.) აღჭურვილები არიან, ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ და დაწესებულებაში შესვლამდე PCR ტესტირებას გადიან, ხოლო 23 ოქტომბრიდან ყოველ მესამე დღეს ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტით შემოწმდებიან. საკანს, სადაც ინფიცირებული პირები იმყოფებოდნენ, არაგეგმიური დეზინფექცია ჩაუტარდა (გეგმიურად დეზინფექცია დაწესებულებებში პერიოდულად ტარდება)", - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ხშირად რაციას უსმენდა, ოღონდ პასუხს არ სცემდა, თითქოს მითითებებს ან ინფორმაციას იღებდა" - რა დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი ბანკის თავდამსხმელზე?

ზუგდიდში, ბანკში აყვანილი მძევლის წამების შესახებ ცნობას თავდაცვის სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებს - "დავით ხვიბლიანი ცილისწამების გამო, გეგმავს მიმართოს სასამართლოს"

ბათუმში ხიმშიაშვილების ოჯახის ძარცვაში ბრალდებული დააკავეს