საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30 303-ს შეადგენს. ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 215-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11 370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3 766 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2 268-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.