ავტორი:

"მოქალაქეები სპეციალურ ვებ-გვერდზე პირადი ნომრის შეყვანით გაიგებენ, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი" - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ცხელების ცენტრებში არსებულ ვითარებაზე

"მოქალაქეები სპეციალურ ვებ-გვერდზე პირადი ნომრის შეყვანით გაიგებენ, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი" - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ცხელების ცენტრებში არსებულ ვითარებაზე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოქალაქეებს სპეციალურ ვებ-გვერდზე პირადი ნომრის შეყვანით შეეძლებათ გაიგონ, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი.

როგორც ტიკარაძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვის პასუხად განაცხადა, უწყება შესაბამის სისტემაზე მუშაობას უმოკლეს ვადაში დაასრულებს.

"ოჯახის ექიმს იცნობს ყველა მოქალაქე, განსაკუთებით ის პირები, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. ოჯახის ექიმი არამხოლოდ საქართველოს წარმოდგენით, არამედ მსოფლიოს წარმოდგენით არის ჩვენზე მზურნველი ადამიანი, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არის ჩვენთან და ჩვენს ჯანმრთელობასთან ასოცირებული. აქედან გამომდინარე, ის, რომ მათ ეკრძალებათ საკუთარი ტელეფონის ნომრის გამჟღავნება, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან სახელმწიფოს მხრიდან მათთვის ეს არავის აუკრძალავს, პირიქით, უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ, ჩვენი ბაზების მეშვეობით დავაიდენტიფიციროთ თითოეული მოქალაქე, თუ რომელი ოჯახის ექიმის პატრონაჟის ქვეშ იმოფებოდა დღემდე და სახელმწიფო უნაზღაურებდა ამ ექიმს ამ ადამიანისთვის გასაწევ მომსახურებას. ჩვენი გეგმის ნაწილია, რომ თითოეულ მოქალაქეს ჩვენ გავაცნობთ მათ ოჯახის ექიმებს და გავუზიარებთ შესაბამისად მათ საკონტაქტო ნომრებს. უმოკლეს ვადებში მათთან შეთანხმებით ჩვენ ამას გავასაჯაროვებთ, სავარაუდოდ, საიტზეც დაიდება და ყველა მოქალაქეს შეეძლება საკუთარი პირადი ნომრით დააიდენტიფიციროს, თუ ვინ არის ოჯახის ექიმი", - განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძემ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რა ვითარებაა ცხელების ცენტრში, ვინაიდან ადამიანი წერდა, რომ „ვიდრე ამბავი არ ატეხა“, მანამდე არ შეიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში. ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ „ამბის ატეხვა“ ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი ნაკლია.

„ახსენეთ ძალიან კარგი ფრაზა, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლი. არანაირი ამბის ატეხვა არ არის საჭირო. პაციენტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და ვერ გააკეთებს დასკვნას ესაჭიროება მას რეანიმაცია, თუ არა. ამ დაგაწყვეტილებას ვერ მიიღებს რამდენიმე მიზეზის გამო, პირველი, მას არ გააჩნია საკმარისო კომპეტენცია განსაზღვროს, ესაჭიროება თუ არა მას რეანიმაცია, მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - პაციენტს, რომელსაც რეანიმაცია ესაჭიროება, ის ვერანაირ „ამბავს ვერ ტეხავს“. ანუ, ოჯახი, რომელიც თავისი პაციენტის სიცოცხლეს ექიმებს აბარებს, მითუმეტეს არ უნდა ატეხოს, ვინაიდან, თუ მას იმის ნდობა აქვს, რომ თავისი პაციენტი ექიმს ანდოს რეანიმაციაში, ის ექიმი მიიღებს დროულ გადაწყვეტილებას, რომელი ნაბიჯი, რომლის შემდეგ უნდა გადადგას პაციენტის სიცოცხლის დასაცავად. აი, ამ ატეხილი ამბებიდან გამომდინარე ექიმები იმყოფებიან ძალიან დიდ სტრესში. აქედან გამომდინარე, იქნებ, როგორმე დამშვიდდეს საზოგადოება და ექიმებს მისცეს თავისუფლად მუშაობის საშუალება, ვიანაიდან ისინი 9 თვეა თავს არ ზოგავენ. ჩვენ კიდევ გვაქვს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც ჩვენ ექიმებს არათუ ამბავი უნდა ავუტეხოთ, არამედ პირიქით, გავუფრთხილდეთ მათ ფიზიკურ და ემოციურ მდგრადობას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევაა - ბოლო დღე-ღამის მონაცემები და მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

ინფორმაცია მძღოლებისთვის - ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება

"სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ, რასაც ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს" - ზურაბ გურული