ავტორი:

სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას“ ტოვებს - "ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ რეჟიმია"

სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას“ ტოვებს - "ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ რეჟიმია"

მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ პარტია "ქართულ ოცნებას“ ტოვებს.

მან ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, ფედერაციაში ჩამოყალიბდა "ზონდერ ბრიგადა, რომელიც სპორტსმენებს ატერორებს“.

მისივე თქმით, ამის თობაზე ბიძინა ივანიშვილსაც ესუაბრა.

"ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ ფედერაციის საქმეებში ჩვენ ვერ ჩავერევითო. ჩარევა კი არა, გააჩერეთ ეს ხალხი, რომ სიმართლე დავამტკიცო. ყველა გავაფრთხილე, კალაძე არ მხვდება. ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ რეჟიმია. ეტყობა, უნდათ, რომ ეს ზონდერ ბრიგადა, რომელიც შემომივარდა (სპორტსმენები) გამოიყენონ, ხალხის დასაშინებლად.

ისინი მთელ ჩვენს სპორტსმენებს ატერორებენ. გადაწყვეტილი აქვთ, რომ მოაწყონ სამინისტროსთან მიტინგი, რომ სოსო წავიდეს ფედერაციიდან. ვაცხადებ, რომ არანაირი დანაშაული არ მაქვს, ყევლაფერი სახეზეა“,- განაცხადა ჯაჭვლიანმა ტელეკომპანია "მთავარის“ ეთერში.

"ბოლო ჩახმახი იყო თითქმის მომზადებული დიალოგის ჩაშლა..." - გრიგოლ ვაშაძის პირველი კომენტარი სკანდალური განცხადების შემდეგ

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მამლის ყივილამდე ​ გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ სამჯერ მოასწრეს გალაშქრება, შემდეგ მის მაგივრად ახსნა-განმარტებითი ბარათი გამოაქვეყნეს" - ვოლსკი