ავტორი:

"ნაცმოძრაობას" კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ე.წ. რევოლუციური შტაბი აქვს გახსნილი" - ირაკლი კობახიძე

"ნაცმოძრაობას" კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ე.წ. რევოლუციური შტაბი აქვს გახსნილი" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, ე.წ. რევოლუციური შტაბი აქვს გახსნილი, რომელსაც ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობს.

ამის შესახებ კობახიძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული შტაბის მიზანი ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებაა.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს. „ნაციონალურ მოძრაობას”, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომლის ამოცანაც არის მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება.

ამ თვალსაზრისით, ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე - ესენია მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი და გლდანი. გვინდა განვაცხადოთ, რომ საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება. აქ არის სახელმწიფო, აქ არის ხელისუფლება და არავის, მითუმეტეს კრიმინალურ ოპოზიციას არ ექნება რაიმე დესტრუქციული ქმედების მკაცრი სასჯელის გარეშე განხორციელების შესაძლებლობა.

ჩვენი მხრივ, ვპირდებით მოქალაქეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩასატარებლად“, - განაცხადა კობახიძემ.

"ეს იყო პრორუსული ქვეცნობიერის გამოვლენა" - პრემიერი ბუბა კიკაბიძის მიერ "თბილისოს" რუსულად შესრულებაზე

"შორიდან "სკაიპით" ჩართული ლიდერის განცხადებას შესაძლოა სამართლებრივი შეფასება მიეცეს" - პრემიერი სააკაშვილს პასუხობს

ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ "ქართული ოცნებასთან" კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან