ავტორი:

კელი დეგნანი საქართველოს მოსახლეობას: "ატარეთ ნიღაბი, დაიცავით დისტანცია და გთხოვთ, მიდით არჩევნებზე"

კელი დეგნანი საქართველოს მოსახლეობას: "ატარეთ ნიღაბი, დაიცავით დისტანცია და გთხოვთ, მიდით არჩევნებზე"

"მოვუწოდებდი ხალხს, ატარეთ ნიღაბი, დაიცავით სოციალური დისტანცია და გთხოვთ, მიდით არჩევნებზე", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს.

„აშშ-ს ნამდვილად სურს, რომ ამ არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიაროს. უკვე ბევრი სამუშაო ჩატარდა იმისთვის, რომ ხალხმა უსაფრთხოდ მისცეს ხმა, მიუხედავად კოვიდ პანდემიისა. საბოლოო ჯამში, ამ არჩევნების წარმატება დამოკიდებულია საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალზე. ვიმედოვნებთ, რომ ქართველები მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და დარწმუნდებიან, რომ მათი ხმა დაფიქსირდება საარჩევნო ყუთთან“,-განაცხადა კელი დეგნანმა.

დიპლომატის თქმით, აშშ-ს არ ჰყავს ფავორიტი კანდიდატი ან პარტია.

„ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, ვინ უნდა, რომ მართოს მათი ქვეყანა. აშშ-ს არ ჰყავს ფავორიტი კანდიდატი, ფავორიტი პარტია. ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც ლეგიტიმურად აირჩევს ქართველი ხალხი. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია სამართლიან პროცესზე და არა შედეგზე“,-განაცხადა კელი დეგნანმა.

"ოპოზიციას არჩევანი აქვს გასაკეთებელი საით არიან - საქართველოსკენ, ეშმაკისკენ, თუ რუსეთისკენ" - "ქართული ოცნების" დეპუტატი

"როგორც იტყვიან, "მეგობარი გასაჭირში იცნობაო“ - რას აცხადებს ჩინეთის ელჩი საქართველოსთვის ვაქცინების უსასყიდლოდ გადაცემაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი