ავტორი:

"შესაძლოა, 2022 წლამდე ნორმალურ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდეთ" - ენტონი ფაუჩი

"შესაძლოა, 2022 წლამდე ნორმალურ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდეთ" - ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ "ძალიან დარწმუნებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გვექნება", ნორმალურ ცხოვრებას შესაძლოა, 2022 წლამდე ვერ დავუბრუნდეთ.

”თუ ვაქცინაციის კამპანიას ჩავატარებთ და 2021 წლის მეორე ან მესამე კვარტალში ჩვენ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ავცრით, ვფიქრობ, 2021 წლის ბოლომდეც, ან ალბათ, სულაც შემდეგი წლის დასაწყისამდე შესაძლოა, ვერ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას",- აღნიშნა მან.

ამასთან, ფაუჩის თქმით, პოლიტიკურმა დაყოფამ და ეკონომიკური დანაკარგების შიშმა გავლენა მოახდინა ქვეყნების ქმედებებზე.

"რეკომენდაციები ყველას ერთნაირად რომ შეგვესრულებინა, ვფიქრობ, რომ ჩვენ იმ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით, სადაც ახლა ვართ”,- დასძინა მან.

მისივე თქმით, პირბადის ტარების გამო ხალხს დასცინოდნენ.

ფაუჩის განცხადებით, მტკივნეულია იმის ყურება, როგორი განხეთქილება გამოიწვია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებმა.

ფოტოები თურქეთიდან, სადაც მიწისძვრამ ათობით სახლი დაანგრია - დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა

მიწისძვრის შედეგად იზმირში კორპუსი ჩამოიშალა - უმძიმეს კადრებს თურქეთში საქართველოს ელჩი ავრცელებს

სულ მცირე 4 გარდაცვლილი და 100-ზე მეტი დაშავებული - დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთში