ავტორი:

"ადამიანები მზად უნდა იყვნენ ვაქცინაციისთვის, ამაში სანერვიულო არაფერია" - ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

"ადამიანები მზად უნდა იყვნენ ვაქცინაციისთვის, ამაში სანერვიულო არაფერია" - ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.

"ამას იმისთვის ვაკეთებ, რომ ადამიანები მზად უნდა იყვნენ ვაქცინაციისთვის, როგორც კი ეს მათთვის ხელმისაწვდომი გახდება, სანერვიულო არაფერია,“- აღნიშნა ბაიდენმა.

არჩეული პრეზიდენტის თქმით, ვაქცინა მისმა ცოლმა, ჯილ ბაიდენმაც გაიკეთა. ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი მიზანია, ინაუგურაციიდან 100 დღის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ 100 მილიონი ადამიანი აიცრას.

ცნობისათვის, პანდემიის დაწყების დროიდან აშშ-ში კოვიდ 19-ით ინფიცირების 18 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაიღუპა 319 000-მდე ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ: ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთეს

თანამედროვე ტარზანი, თუ დამნაშავე - მეთევზეებმა ნიანგებით სავსე ტბასთან, ხეზე შიშველი მამაკაცი იპოვეს

რატომ არ უშვებენ ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფს უხანში და რას მალავს ჩინეთი - "იმედგაცრუებული ვარ, რადგანაც ჩინეთმა პირობა არ შეასრულა“

არჩევნების მეორე ტური ჯორჯიაში, ბრძოლა სენატის მანდატებისთვის და ტრამპის მხარდამჭერთა პროტესტი - დიდი ვნებათაღელვა აშშ-ში