ავტორი:

არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო

არქიმ მთავარ არხსა და TV 1-ს ქარტიაში პროცესი მოუგო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მთავარი არხისა და TV 1-ს ჟურნალისტებმა არქის შვილობილ კომპანიასთან მიმართებაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს. ორივე ტელეკომპანიამ 2020 წლის 23 ივნისს ბაკურიანში მშენებლობის შესახებ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, თითქოს, შპს “ბაკურიან რიზორტს” საკუთრებაში არსებული ქონება მთავრობისგან გადაეცა, იგეგმებოდა ტყის გაჩეხვა და მრავალსართულიანი შენობის აშენება, რაც ბაკურიანში დამსვენებლების ჩასვლას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ყოველივე ზემოთხსენებული იყო ტყუილი, არ შეესაბამებოდა სიმართლეს და საზოგადოება შეცდომაში შეყავდა. გარდა ამისა, სიუჟეტში გამოყენებული მშენებლობის კადრები ასევე არ ასახავდა რეალობას, ვინაიდან დღემდე მშენებლობის პროცესი ამ მიწაზე არ დაწყებულა.

შესაბამისად, კომპანია არქიმ, მისმა დამფუძნებელმა ილია წულაიამ და არქის შვილობილმა კომპანიამ საჩივრით მიმართეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას. 2020 წლის 27 ოქტომბერს კი ქარტიამ დავა არქის სასარგებლოდ გადაწყვიტა და დაადგინა, რომ მთავარმა არხმა და TV პირველმა ქარტიის პირველი (არაზუსტი ინფორმაცია) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვიეს.

„ჩვენ ვთხოვთ ტელეკომპანიებს, იყვნენ ობიექტური და სამართლიანი. ის არასწორი ინფორმაცია, რომელიც მთავარი არხისა და ტვ პირველის ეთერით გაშუქდა, ჩვენს საქმიან რეპუტაციას აყენებს ზიანს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. კანონის დაცვა და ეკოლოგიაზე ზრუნვა ჩვენი კომპანიის მთავარი პრინციპებია, შესაბამისად მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება განსაკუთრებით მტკივნეულია. ჩვენ ასევე მივმართეთ სასამართლოს, სადაც ვითხოვთ როგორც აღნიშნული ცრუ ინფორმაციის უარყოფას ტელეკომპანიების მხრიდან, ასევე ზიანის ანაზღაურებას და დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლოშიც გავიმარჯვებთ“ - ამბობენ კომპანია არქიში.

R

შეიძლება თუ არა ბურგერი იყოს ჯანსაღი და როგორ უნდა მომზადდეს ის?

Glovo-და Visa ლოიალურ მომხმარებლებს კიდევ ერთ, გრანდიოზულ აქციას სთავაზობენ

დაზოგვის მსოფლიო დღე - ისწავლე დაზოგვა Hotsale.ge-სთან ერთად