ავტორი:

როგორ ვითარდებოდა საარჩევნო სისტემა საქართველოში

როგორ ვითარდებოდა საარჩევნო სისტემა საქართველოში

2020 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საერთაშორისო სტანდარტებითა და მრავალმხრივი უსაფრთხოების მექანიზმით აღჭურვილი ცესკო-ს თითოეული საარჩევნო უბანი 31 ოქტომბერს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე საქართველოს მოქალაქეებს უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე საკუთარი ხმის დასაფიქსირებლად გაუღებს კარს.

არჩევნების ლეგიტიმურობას ამყარებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი დამკვირვებლები და, რაც მთავარია, მედია, რომელიც თითოეულ მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო დარღვევას სათანადო დოკუმენტებში აღნიშნავს და გაასაჯაროვებს.

არჩევნების ისტორია საქართველოში დაახლოებით ერთ საუკუნეს ითვლის. პირველი არჩევნები დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში 1919 წელს, დამფუძნებელთა კრების შესაქმნელად ჩატარდა. სწორედ ამ არჩევნების შედეგად მივიღეთ პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც ქართველი საზოგადოების მოთხოვნის პირველი რეალური დასტური გახლდათ.

მომდევნო 70 წლის განმავლობაში ქვეყანაში არჩევნები ფასადურად ტარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებზე მონაწილეობის მიღება სავალდებულო იყო, საბჭოთა კავშირში დაპყრობილი ქვეყნის მოქალაქეებს რეალური არჩევანიც კი არ ჰქონიათ: ერთპარტიულ არჩევნებში ხომ მხოლოდ ერთი, კომუნისტური პარტია მონაწილეობდა და იმარჯვებდა კიდეც.

1991 წელს პირველად მიიღო ქართველმა ხალხმა ის, რაც ნამდვილად სურდა: ქვეყანაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. კითხვა მარტივად ჟღერდა: უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ დამოუკიდებლობა. მაშინ მოქალაქეებმა ამ კითხვას ღირსეულად და ერთსულოვნად უპასუხეს. სწორედ ასე გახდა ქვეყანა დამოუკიდებელი.

მას მერე ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. მათ შორის, საარჩევნო კულტურაც. თუკი დამოუკიდებლობის პირველ წლებში არჩევნები ხშირად დარღვევებით ტარდებოდა, 2003 წელს ამ მხრივ ცესკო-მ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა და პირველად, ქვეყნის ისტორიაში, მარკირების სავალდებულო პროცედურა დანერგა.

მარკირება არის მექანიზმი, როდესაც არჩევნებზე მისულს ხელზე შეუიარაღებელი თვალისთვის შეუმჩნეველ სითხეს გასხურებენ. სითხე მხოლოდ ულტრაიისფერი სხივების დანათებით ჩანს. მექანიზმი ეფექტურია, რადგან ის გამორიცხავს არჩევნებზე ე.წ. „კარუსელის“ დატრიალებას.

საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში არჩევნებს დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან ესწრებოდნენ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არჩევნების ისტორიაში, რომლითაც ხელისუფლებამ აღიარა დემოკრატიის და გამჭვირვალობის აუცილებელი პირობები.

დაბოლოს, 2020 წლის დასაწყისში ჩვენ, მეტწილად ახალგაზრდების აქტიურობის წყალობით, შემდეგ კი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, მივიღეთ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი უფლება ხელისუფლებისგან: შეიცვალოს საარჩევნო სისტემა.

პროპორციული სისტემა მნიშვენლოვანია რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო:

პირველ რიგში, პარლამენტში მოხვედრა შეეძლება არამხოლოდ დიდ პარტიებს, არამედ ახალ, დამწყებ პოლიტიკოსებსაც. ეს კი უფრო თანაბარ შანსს აძლევს ყველა პარტიას, რომელიც 1%-იან ბარიერს გადალახავს, პარლამენტში დეპუტატები გაიყვანოს სიის მიხედვით.

გარდა ამისა, მიღწეული შეთანხმება უზრუნველყოფს ჩამკეტ მექანიზმსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ 40%-ზე ნაკლები ხმის მიმღები პარტია საპარლამენტო უმრავლესობის შექმნას ვეღარ მოახერხებს.

შედეგად ჩვენ პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ვიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს, რომელიც, თავის მხრივ, მთავრობას უფრო კოალიციურად დააკომპლექტებს.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაჟღერდება ბევრი განსხვავებული აზრი, რაც ჭეშმარიტებამდე მისასვლელად ყველაზე კარგი გზაა. მინისტრთა კაბინეტი კი ერთი კონკრეტული პარტიის პოლიტიკის გამტარი აღარ იქნება.

ერთმანეთის მოწინააღმდეგე პარტიები იძულებული გახდებიან, გადაწყვეტილებები ერთად მიიღონ, რაც უფრო დაბალანსებული და, შედეგად, ქვეყნისთვისაც უფრო სასარგებლო და ეფექტიანი იქნება საერთო ჯამში.

ჩვენ დღემდე არ გვქონია იმის ფუფუნება, მრავალპარტიული პარლამენტი გვქონოდა, სადაც უამრავი განსხვავებული აზრი მოიყრიდა თავს.

ეს უფლება ქართველმა ხალხმა დიდი ხნის შემდეგ საბოლოოდ მიიღო. ამიტომაც ახლა ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

თუკი კვლავ გეპარება ეჭვი, უნდა წახვიდე თუ არა არჩევნებზე, აუცილებლად ნახე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ვიდეორგოლი, რომელზეც კრეატიულმა სააგენტო „ლივინგსტონმა“ იმუშავა. გახსოვდეს, ქვეყნის მომავალი ახლა შენს ხელშია! სრული კამპანიის სანახავად კი გადადი ბმულზე.

https://www.facebook.com/103428328209020/posts/113869640498222/?vh=e&extid=0&d=n

R

ნახე, იყიდე, დაზოგე- ყოველკვირეული ფასდაკლებების კატალოგი მხოლოდ კვირის პალიტრის მკითხველისთვის

საჯარო მოხელეები თავიანთ თანამშომლებს აშინებენ, რომ თუ ხმას არ მისცემენ სამთავრობო კანდიდატს, სამსახურს დაკარგავენ - ანა კობახიძე

განათლების ტექნოლოგია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის BTU-სგან