ავტორი:

ფრანგულ გამოცემაში ერდოღანის კარიკატურას აღშფოთება მოჰყვა - თურქეთის საგარეო უწყებამ საფრანგეთში საელჩოს წარმომადგენელი კონსულტაციებისთვის გაიწვია

ფრანგულ გამოცემაში ერდოღანის კარიკატურას აღშფოთება მოჰყვა - თურქეთის საგარეო უწყებამ საფრანგეთში საელჩოს წარმომადგენელი კონსულტაციებისთვის გაიწვია

ფრანგული გამოცემის Charlie Hebdo-ს 28 ოქტომბრის ნომერში, ჟურნალის გარეკანზე, თურქეთის პრეზიდენტის კარკატურა დაიბეჭდა, რომელზეც ერდოღანი საცვლებით არის გამოსახული, ერთ ხელში სასმელი უჭირავს, მეორე ხელით კი ჰიჯაბიან ქალს კაბას უწევს და ამბობს: "ო, აი წინასწარმეტყველიც!" კარკატურას თურქეთში უკიდურესად ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

ამ პუბლიკაციის შემდეგ, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთში საელჩოს წარმომადგენელი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

"ჩვენ ვგმობთ პუბლიკაციის საშუალებით, საზოგადოებაში კულტურული რასიზმისა და ზიზღის გაჩენის ამ საშინელ მცდელობას. სიტყვის თავისუფლების უკან დამალვით თქვენ ვერავის მოატყუებთ“, - განაცხადა კარიკატურის გამოქვეყნების შემდეგ ერდოღანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საფრანგეთში ფაჰრედინ ალთუნმა.

როგორც ცნობილია, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ელოდება საფრანგეთის ხელისუფლების ნაბიჯებს ამ საკითხთან დაკავშირებით.

"მტკიცედ ვგმობთ ჩვენს პრეზიდენტთან დაკავშირებულ პუბლიკაციას ფრანგულ ჟურნალში, რომელიც არ სცემს პატივს არც ერთ რწმენას, სიწმინდესა და ფასეულობას", - დაწერა პრეზიდენტის სპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა, Twitter-ის პირად გვერდზე.

როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში საზოგადოებაში გაჩენილი კონფლიქტი, რომელიც ახალგაზრდა მასწავლებლის მკვლელობამ გამოიწვია, უფრო იზრდება.

შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს, საღამოს, ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი სამუელ პატი 18 წლის ჩეჩნურ-რუსული წარმომავლობის ბიჭმა მას შემდეგ მოკლა, რაც პატიმ მოსწავლეებს ჟურალ Charlie Hebdo-ში 2015 წელს გამოქვეყნებული წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურები აჩვენა. თუმცა აქვე საყურადღებოა, რომ მასწავლებელი ძალიან უფრთხილდებოდა თავის მოსწავლეებს და თავისუფალ სიტყვაზე გაკვეთილის ჩატარებისას, იმ მოსწავლეებს, რომელთათვისაც ეს კარიკატურა რელიგიური გრძნობების შემლახველი იქნებოდა, დროებით კლასის დატოვება სთხოვა.

ფრანგული გამოძიების ცნობით, მკვლელობაში ისლამისტები არიან ჩართულნი.

პრეზიდენტმა მაკრონიმ მასწავლებლის დაკრძალვისას საკმაოდ ემოციური განცხადება გააკეთა და "ისლამური სეპარატიზმი“ ახსენა, რამაც საზოგადოება ძალიან გააღიზიანა. ამ განცხადებამ თურქეთის პრეზიდენტიც გაანაწყენა.

როგორც ცნობილია, მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ, საფრანგეთის მთავრობა ქვეყნიდან 231 ლტოლვილის გაძევებას გეგმავს, ეს ის მოქალაქეებია, რომლებიც ექსტრემიზმისკენ არიან მიდრეკილნი.

თავად პრეზიდენტმა ერდოღრანმა კი მოსახლეობას მოუწოდა ბოიკოტი გამოუცხადონ ფრანგულ პროდუქციას.

"რა არის მაკრონის პრობლემა ისლამთან? რა არის მისი პრობლემა მუსლიმებთან?... რა შეიძლება ვუთხრა პრეზიდენტს, რომელსაც არ ესმის რწმენის თავისუფლება და ასე ექცევა განსხვავებული რწმენის მილიონობით ადამიანს, რომელიც მის ქვეყანაში ცხოვრობს? პირველ რიგში, მენტალური ჯანმრთელობა შეიმოწმოს“ - განაცხადა ერდოღანმა სატელევიზიო ეთერში.

ავტორი: ეკა გადახაბაძე

"რატომ დამარცხდა სომხეთი? ერევანმა ქრისტიანული რუსეთის მითი დაიჯერა“ -  რას წერს ფრანგული გამოცემა?

"რემდესივირის" მიღება ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის რეკომენდებული არ არის - ჯანმო

სერბეთის პატრიარქი კორონავირუსით გარდაიცვალა