ავტორი:

"კონფლიქტში ყველას თავისი სიმართლე აქვს, აქ მარტივი გამოსავალი არ არსებობს" - დღევანდელი ვითარება მთიან ყარაბაღში და ვლადიმერ პუტინის გამოხმაურება

"კონფლიქტში ყველას თავისი სიმართლე აქვს, აქ მარტივი გამოსავალი არ არსებობს" - დღევანდელი ვითარება მთიან ყარაბაღში და ვლადიმერ პუტინის გამოხმაურება

გორანბოის, ტარტარის, აღდამისა და აღჯაბედის რაიონები დღეს დილიდან არტილერიის გამოყენებით იბომბება, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აღნიშნული ტერიტორიების წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლი დილით, 07:35 საათზე გახსნა.

„ჩვენი არმია ადეკვატურ ზომებს ახორციელებს,“ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიამ აზერბაიჯანის დივერსიული ჯგუფების მოქმედების რაიონში საბრძოლო მასალები აღმოაჩინა და გაანადგურა. აფეთქებების ხმები, რომელიც დედაქალაქ სტეფანაკერტსა და მის მიმდებარე ტერიტორიებში ისმის, აღნიშნული საბრძოლო მასალების განადგურების შედეგად გამოწვეული ხმებია.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სიტუაცია 27 სექტემბერს დაიძაბა. მხარეებმა ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სამჯერ მიაღწიეს, თუმცა კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

გუშინ მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "კონფლიქტში ყველას თავისი სიმართლე აქვს, აქ მარტივი გამოსავალი არ არსებობს".

მისივე თქმით, კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეთნიკური დაპირისპირებით დაიწყო.

„მაშინ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად არანაირი ქმედითი ზომები არ მიიღო და სომხებმა იარაღი აიღეს. ეს კი იქამდე მივიდა, რომ მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის კიდევ 7 რაიონი სომხეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ამ შვიდ რაიონს არანაირი კავშირი არ აქვს ეთნიკურ კონფლიქტთან და სომხეთთან. პირველ რიგში, ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა და აზერბაიჯანი აცხადებს: ჩვენ გვაქვს უფლება, დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები და მოვაგვაროთ მთიანი ყარაბაღის საკითხი. ყველას თავისი სიმართლე აქვს. აქ არ არსებობს მარტივი გამოსავალი, რადგან კვანძი ძალიან რთულადაა შეკრული“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ზეიმი ბაქოში, არეულობა ერევანში, რუსი სამხედროები ყარაბაღში - რაზე ისაუბრეს პუტინმა და ერდოღანმა და რას გეგმავს სომხეთის ოპოზიცია? მოვლენები შეთანხმების შემდეგ

"აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დაბრუნების პრეცედენტი, იქნებ გამოფხიზლებად იქცეს ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის" - თორნიკე შარაშენიძე

"მოგებული დარჩა რუსეთი, კავკასიის ქვეყნებმა კი ჭკუა ვერასდროს ვისწავლეთ" - სომხების ნაწილი სოცქსელებში წერს, რომ რუსეთმა მათ უღალატა