ავტორი:

"ელვარდის ცოლ-შვილიც აქციაზე იყო, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე სხვა მიკროავტობუსში გადაუსვამს" - რას ჰყვებიან უმძიმეს ავარიაზე გარდაცვლილთა ახლობლები

"ელვარდის ცოლ-შვილიც აქციაზე იყო, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე სხვა მიკროავტობუსში გადაუსვამს" - რას ჰყვებიან უმძიმეს ავარიაზე გარდაცვლილთა ახლობლები

გორთან მომხდარი ავტოავარიიის მიზეზებს სამართალდამცავები ადგენენ. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და უკვე დაკავებულია ტრაილერის თურქი მძღოლი, რომელიც გაჩერებულ მიკროავტობუსს დაეჯახა და 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ავარიის დროს დაშავებულები სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკებში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, 29 ოქტომბერს, გვიან ღამით, გორთან თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. გარდაცვლილია ყოფილი ძალოვანი, როლანდ ახალაიას ძმისშვილი ელვარდ ახალაია, ჩხოროწყუში მცხოვრები 26 წლის გოგა ჯალაღონია, ყოფილი ძალოვანი, ჩხოროწყუელი ბაკურ შენგელია, ასევე ყოფილი ძალოვანი, ვიცე პოლკოვნილი სოხუმიდან დევნილი ოთარ ჯიქია და ზუგდიდელი ბაჩანა როგავა და ილია (ირაკლი) გაწერელია.

სამარშრუტო მანქანას მართავდა ბაჩანა როგავა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ის ზუგდიდელია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბაჩანა ახალი დაქორწინებული იყო.

ბაჩანა როგავა

ავარიის დროს გარდაცვლილი ორი მამაკაცი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია. ერთ-ერთი ახალგაზრდა, 26 წლის გოგა ჯალაღონიაა. იგი ჩხოროწყუს სოფელ კირცხში, მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. გოგა თბილისში აქციაზე იმყოფებოდა და თავის "ფეისბუკის" გვერდზე აქციიდან რამდენიმე "ლაივ" ჩართვაც ჰქონდა. ადგილობრივების თქმით, გოგა ძალიან მშრომელი ბიჭი იყო, მას ოჯახი არ ჰქონდა შექმნილი. როგორც ირკვევა, ის ამ მიკროავტობუსში მისმა მეზობელმა ლაშა ჯალაღონიამ ჩასვა. ლაშა ყოფილი ძალოვანია და ეტყობა მეგობრებთან ერთად მგზავრობდა.

გოგა ჯალაღონია

გარდაცვლილებს შორის არის ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეში მცხოვრები ბაკურ შენგელია, ბაკურიც ყოფილი ძალოვანია, თუმცა სისტემიდან წლების წინ წამოვიდა და ამჟამად ფოთში მუშაობდა და ოჯახთან ერთად ფოთში ცხოვრობდა.

"ძალიან განვიცდი მომხდარს. 6 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან ორი ჩხოროწყუს მაცხოვრებლები არიან. ბაკურ შენგელიას წლებია ვიცნობ, ძალიან კარგი ადამიანი იყო. ყოფილი პოლიციელია, ფოთში მუშაობდა ფიზიკურად. ბაკური ძველ მეგობრებთან ერთად იყო იმ მიკროავტობუსში. იქ ძირიათად მისი მეგობრები იყვნენ. ილია გაწერელიაც კარგი ახალგაზრდა კაცია. ზუგდიდის აქციაზე რომ ვიყავით, მაშინ ცხონებული ბაჩუკი ჩვენთან ერთად წამოვიდა ჩხოროწყუდან. დიდი ხანია ჩხოროწყუში არ მინახავს. ზუგდიდში ეტყობა ძველმა მეგობრებმა მოილაპარაკეს, რომ თბილისში ერთად წასულიყვნენ.

სენაკში, სოფელ ნოსირთან ვიყავით კოლონები გაჩერებული და იმ დილით ველაპარაკე ბაკურს. არც ის ვიცოდი, რომ გოგა ჯალაღონია ზუგდიდის მარშუტკაში იყო გადასული. ლაშა ჯალაღონია ყოფილი ძალოვანია და ეტყობა იმასთან გადავიდა. მეზობლები და ნათესავები არიან. ადამიანად არ ვარგივარ, ისე ვარ განადგურებული ამ ტრაგედიის გამო. ბაკური შენგელიას ბავშვობიდან ვიცნობ, წესიერი, პარტიოსანი ადამიანი იყო. როგორც ვიცი, მძიმეა ლაშა ჯალაღონიას ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის თბილისში გადაიყვანეს. მეც მყავდა რაიონიდან ჩვენი მხარდაჭერები წამოყვანილი და იმათ მანქანას მოვყვებოდი. ზესტაფონში ვიყავით ეს საშინელი ამბავი რომ გავიგეთ. ვიზიარებ ამ ოჯახების ტკივილს, ეს მთელი ერის ტრაგედიაა. იმედია, დაშავებულების გადარჩენა მოხდება. ჩვენი სოფლის მაცხოვრებელი ლაშა ჯალაღონიას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა", - განაცხადა ჩხოროწყუს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა რამაზ გულუამ.

უკვე ცნობილია, რომ გარდაცვლილებს შორის არის როლანდ ახალაიას ძმისშვილი, ელვარდ ახალაია. მისი ოჯახი ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში ცხოვრობს. ელვარდი თურმე უცხოეთში იყო და საგანგებოდ ჩამოვიდა საარჩევნოდ საქართველოში.

ია ჯიშკარიანი, ხობის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი:

- ელვარდ ახალაია სოფელ საჯიჯაოდან არის, ბატონი როლანდის ძმისშვილია. უზმომოდ წესიერი, ქვეყნის პატრიოტი ადამიანი. ჩემი თანაგუნდელი და მეგობარი. გული მტკივა და სული მეწვის, სიტყვები არ მყოფნის რომ ეს არაჩვეულებრივი და საამაყო პიროვნება ცოცხალი აღარ არის. სამი შვილის მამაა. ელვარდი ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა 2012 წლამდე, შემდეგ თვითონ წამოვიდა სისტემიდან. იმდენად წესიერი ადამიანი იყო, მის წინააღმდეგ საქმეს ვერ აღძრავდნენ...წაიკითხეთ სრულად

მთავარ ფოტოზე: ირაკლი გაწერელია, ელვარდ ახალაია, გოგა ჯალაღონია და ბაჩანა როგავა

"სუნთქვა უჭირს, ისე მძიმედაა, ვერ საუბრობს... სასუნთქი აპარატის ქირის ფულს მეგობრები უგოვებენ" - Covid 19-ით ინფიცირებული 2 შვილის დედა დახმარებას ითხოვს

"ნოემბერში თავადაც დაინფიცირდა. რთულად იყო, მაგრამ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულებთან იყო, - პაციენტებს ვერ ვუღალატებო" - რას წერენ 28 წლის ქართველ ექიმზე

"ბახმარომდე მისასვლელ გზაზე მოძრაობა აკრძალულია, დაემორჩილეთ აკრძალვას" - გზების დეპარტამენტი დამსვენებლებს აფრთხილებს