ავტორი:

"რემონტი სრულიად მარტომ გავაკეთე" - როგორ აქცია ორი შვილის დედამ ერთოთახიანი "ხრუშჩოვკა" ლამაზ აპარტამენტად

"რემონტი სრულიად მარტომ გავაკეთე" - როგორ აქცია ორი შვილის დედამ ერთოთახიანი "ხრუშჩოვკა" ლამაზ აპარტამენტად

ე.წ. ხრუშოვკის მეპატრონეები დაგვეთანხმებიან, რომ ასეთ პატარა სახლში ცხოვრება არც ისე პრაქტიკული და მოსახერხებელია. თუმცა სიტუაციიდან გამოსავალი ნამდვილად არსებობს და ეს გამოსავალი ლინდა კვერნაძემ იპოვა კიდეც. დიდი ძალისხმევის, მონდომების, შრომის შემდეგ შეძლო და ერთოთახიანი ე.წ. ხრუშჩოვკის ბინა ლამაზ აპარტამენტად აქცია, რომელმაც ინტერნეტსივრცეში დიდი მოწონება დაიმსახურა. თუ როგორ შეძლო ეს, ლინდა თავად მოგვიყვება.

- პროფესიით ექიმ-სტომატოლოგი ვარ. ინტერიერის დიზაინთან დიდი შეხება არ მქონია, მაგრამ სოციალურ ქსელში ატვირთულმა ჩემი ერთოთახიანი ბინის ტრანსფორმაციამ მართლაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. არ მეგონა, ამდენ დადებით კომენტარს და შეფასებას თუ მივიღებდი.სახლი, რომელიც ახლახან გავარემონტე მდებარეობს ქავთარაძის ქუჩაზე, არის ერთოთახიანი ე.წ. ხრუშოვკა, რომელიც დაახლოებით 14 წლის წინ შევიძინეთ. ეს ბინა ძალიან მიყვარდა, სტუდენტობა, მეგობრები, შეკრებები, მასთან ძალიან ბევრი დადებითი ემოცია მაკავშირებდა. მიყვარდა, მაგრამ ცოტა არაპრაქტიკულად მეჩვენებოდა, გაურკვეველი დერეფნისა და საძინებლის ცალკე არქონის გამო. აქედან წამოვიდა იდეა, რატომაც არა, ჩემთვის ასეთი ძვირფასი და საყვარელი ბინა ამავე დროს პრაქტიკულიც გამხდარიყო, ჰოდა, დავიწყე რემონტი.

- პირველი სახლია, რომლის რემონტიც ითავეთ?

- რემონტის გამოცდილება ნაწილობრივ მქონდა, დაახლოებით სამი თვის დამთავრებული მაქვს სხვა სახლის გარემონტება. ჩავთვალე, რომ ამასაც წარმატებით გავართმევდი თავს და მგონი გამომივიდა კიდეც.რემონტი რომ დავიწყე, ზუსტად ვიცოდი რაც მინდოდა, ამიტომ დიზაინზე ბევრი არ მიფიქრია, ღია ფერები, მაქსიმალურად ფართის ათვისება, კომფორტული და თანამედროვე სტილი. მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო...

- დიზაინერის მომსახურებით ისარგებლეთ თუ თქვენ თავად დაგეგმეთ სახლის დიზაინი?

- დიზაინერის აყვანა არ მიფიქრია, ჩავთვალე, რომ თავადაც გავართმევდი თავს.

- არ არსებობს რემონტი სირთულის გარეშე. ყველაზე მეტად რა პრობლემებს აწყდებოდით რემონტის დროს?

- დიახ, რემონტის მსვლელობისას სირთულეებიც იყო, თუმცა ძირითადად არაკვალიფიციური ხელოსნები, რომლებმაც თავდაყირა დააყენეს ჩემი გეგმები და ჩემი რემონტი ერთი თვით დააგვიანეს...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები

2020 წელს ავარიებს ყველაზე ნაკლები ადამიანი ემსხვერპლა წინა წლებთან შედარებით - "მოძრაობა რომ აღდგება, ეს ციფრი ბევრად გაიზრდება"

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე გარდაიცვალა

იაპონური და ფრანგული ბაღები, სივრცეები გართობისა და დასვენებისთვის - როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი (ფოტოები)