ავტორი:

ვინ რას მისცა ხმა - პოლიტიკოსთა შაბლონური ფრაზები საარჩევნო უბნებიდან

ვინ რას მისცა ხმა - პოლიტიკოსთა შაბლონური ფრაზები საარჩევნო უბნებიდან

საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.

საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და არჩევანის შესახებ ტრადიციულად ჟურნალისტებთანაც ისაუბრეს. ვნახოთ, ვინ რას მისცა ხმა:

  • სალომე ზურაბიშვილი:

"ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ ყველანი იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ. ეს არის ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა და დღეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით."

  • გიორგი გახარია:

"მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ, დასავლურ სახელმწიფოს, სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების, ღირსების ფასი და მივეცი ხმა ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე გუშინ იყო და ხვალ კიდევ უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე დღესაა“

  • არჩილ თალაკვაძე:

"ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლია. დარწმუნებული ვარ, დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც ჩვენ ამ წლების განმავლობაში გავატარეთ, პოზიტიურად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მომავლის შემდგომი განვითარების პროცესს."

  • ბადრი ჯაფარიძე:

"მე მივეცი ხმა ვარდნის შეჩერებას, ცვლილებებს და ქვეყანაში სრულიად ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას."

  • გიორგი ვაშაძე

"ხმა მივეცი საქართველოს მომავალს, აღმშენებლობას. ხმა მივეცი იმას, რომ ბევრი ცვლილება გვინდა. ხმა მივეცი იმას, რომ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. დღეს უნდა იყოს საქართველოს განვითარების შემობრუნების წერტილი და ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში."

  • ბიძინა ივანიშვილი

"მე პირადად ხმა ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას, ჩვენს ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას და რაც მთავარია, ადამიანის ღირსებას და პატივის დაცვას მივეცი. ვფიქრობ, ეს ღირებულებები, რომლებიც ადამიანზე მორგებული მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს განსაზღვრული და გააზრებული."

  • დავით ბაქრაძე

"ხმა მივეცი ამ ქვეყანაში ცვლილებებს იმიტომ, რომ საქართველოს სჭირდება ცვლილება, სჭირდება წინსვლა და უკეთესობა და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალიდან ყველა ერთად ახალი ენერგიით, ახალი ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილი და უკეთეს საქართველში. მთავარია, რომ ყველა ადამიანი მოვიდეს, მთავარია ყველამ დააფიქსიროს საკუტარი აზრი და რაც მოხდება დღის ბოლის ყველა ერთად შევხედავთ, თუმცა რა თქმა უნდა მოლოდინი ძალიან ოპტიმისტურია."

  • გრიგოლ ვაშაძე

"ტრივიალური გახდა და სტანდარტი გახდა, რომ უნდა თქვა: |აღმშენებლობას, განვითარებას!“ პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ხმა მივეცი ერის გაერთიანებას და ზიზღის დამთავრებას ამ ქვეყანაში, იმას, რომ 50% მოსახლეობის აღარასდროს აღარ იყოს შიდა ემიგრაციაში და ხელისუფლებას და სახელმწიფოს არ თვლიდეს არათავისიანად. იმას მივეცი ხმა, რომ საქართველოს ეროვნული თანხმობა და კომპრომისი სჭირდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება, სწრაფად გაუმკლავდეს უზარმაზარ გამოწვევებს, რომელიც ახლაც გვაქვს და 2024 წელს კიდევ უფრო მეტი გვექნება."

  • კახა კალაძე

"არჩევანი გავაკეთე წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას."

"ნახვამდის სამაჯურო! ვიჯდები ციხეში, თუ ვიქნები გარეთ, ერი გაიმარჯვებს!" - ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური აქციაზე საჯაროდ მოიხსნა

"ივანიშვილი არის თაღლითი, მენტალურად საბჭოთა, გეოპოლიტიკურად რუსი, სოციალურად მდაბიო და პერსონალურად აფერისტი" - გიგი უგულავა

"ამ უღირს პარლამენტში ფეხის შემდგმელი არ ვარ..ხმების დაცვა პარლამენტში არ შესვლაა, აი ესაა ვაჟკაცობა" - თაკო ჩარკვიანი