ავტორი:

კახა კალაძე საარჩევნო უბანზე უფროს ვაჟთან ერთად მივიდა - "არჩევანი გავაკეთე მშვიდობასა და სტაბილურობაზე" (ფოტოები)

კახა კალაძე საარჩევნო უბანზე უფროს ვაჟთან ერთად მივიდა - "არჩევანი გავაკეთე მშვიდობასა და სტაბილურობაზე" (ფოტოები)

საკუთარი არცევანი უკვე გააკეთა თბილისის მერმა კახი კალაძემ. ის საარჩევნო უბანზე უფროს ვაჟთან, ლევან კალაძესთან ერთად მივიდა.

როგორც ხმის მიცემის შემდეგ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევანი გააკეთა წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას.

თბილისის მერმა საარცევნო უბანზე გადაღებული ფოტოები "ფეისბუქის" პირად გვერდზეც გამოაქვეყნა:

"ხალხმრავლობაა საარჩევნო უბანზე, რაც ძალიან კარგია. მინდა, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს მადლობა გადავუხადო მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, არჩევანი გავაკეთე წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე" - წერს კალაძე.

"საარჩვენო უბანთან მისულ ირაკლი კობახიძეს პირადობის მოწმობა დაავიწყდა" - "ტვ პირველი"

"მეც იარაღით გადავაადგილდები - ვიგებთ მეგობრებო, ვიგებთ მაგრად, 65%-ით" - კახა ოქრიაშვილი

"ბოლნისში ოპოზიციას გადასატანი ყუთის გატაცების მცდელობა ჰქონდა, რასაც “ტვ პირველის“ ოპერატორი იღებდა, თუმცა  კამერა გათიშა" - კობახიძე