ავტორი:

"საარჩევნო უბანზე შავებში ჩაცმული ბიჭები ახსენებდნენ "კაწროს" და ამბობდნენ, ხომ იცით, მაინც გაიგებსო" - ანა დოლიძე

"საარჩევნო უბანზე შავებში ჩაცმული ბიჭები ახსენებდნენ "კაწროს" და ამბობდნენ, ხომ იცით, მაინც გაიგებსო" - ანა დოლიძე

მოძრაობა "ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძე ამბობს, რომ კუკიაზე ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან სიტუაციას ავთანდილ ბილანიშვილამდე, იგივე "კაწრო" აკონტროლებდა.

ამის შესახებ დოლიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"ახლა მოვყვები კონკრეტულად, კუკიაზე, მეხუთე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტს. ამის ფაქტებიც გვაქვს - ფოტოები, ვიდეოები. ჭიშკართან მობილიზებული იყო ქალბატონების ჯგუფი, რომლებიც დარეგისტრირებული არიან არასამთავრობო ორგანიზაციის სახით. ასევე იქ იყვნენ ძველი ბიჭები

რაც შეეხება "კაწროს", ჩემმა წარმომადგენლებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ეს ქალბატონები და იქვე მობილიზებული შავებში ჩაცმული ბიჭები ახსენებდნენ "კაწროს", შემდეგ ამბობდნენ ფრაზას - ხომ იცით რომ მაინც გაიგებს.

ამ ქალბატონებს ჰქონდათ სია, რომლითაც ისინი რეკავდნენ, აჩერებდნენ ყველა ამომრჩეველს და ეკითხებოდნენ სახელს და გვარს. სადღაც პირველის ნახევარზე იქ გამოჩნდა "კაწრო". მოვიდა მიესალმა ხალხს და გაიარა. ჩამოიარა რომ გაეკონტროლებინა ხალხი" - აღნიშნა დოლიძემ.

პარლამენტის სხდომის მიმდინარეობისას სამოქალაქო აქტივისტებმა სხდომათა დარბაზში ფურცლები გადაყარეს

"როგორც კი ჩვენ ქალაქის "ძარღვებს“ ნგრევას ვუწყებთ, მაშინ ნუ გაგვიკვირდება, რატომ არ ვგავართ პარიზს, ბარსელონას" - მამუკა ხაზარაძე

"მინდია დავითაძე ნათია მეზვრიშვილის ხელდასმით დაინიშნა, 30 ახლობელი მოიყვანა და უაზრო ტენდერებს ატარებდა" - "საქპატენტის" წარმომადგენელი