ავტორი:

"ნუ ავრცელებთ ამ ყალბ მონაცემებს. გირჩევთ, გადადექით, ქალბატონო თამარ!" - ცესკოს თავმჯდომარის ბრიფინგზე კვლავ ხმაური იყო

"ნუ ავრცელებთ ამ ყალბ მონაცემებს. გირჩევთ, გადადექით, ქალბატონო თამარ!" - ცესკოს თავმჯდომარის ბრიფინგზე კვლავ ხმაური იყო

ცენტრალური საარჩევნო კომისია თავმჯდომარის მორიგ ბრიფინგზე ისევ ხმაური იყო. თამარ ჟვანიას მიერ მონაცემების გამოცხადებას "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველოს" წარმომადგენელის ირაკლი ჭყოიძის შეძახილები მოჰყვა.

"თქვენ ხართ გამყალბებლები, გირჩევთ, გადადექით, ქალბატონო თამარ! - მიმართა ცესკოს თავმჯდომარეს ჭყოიძემ.

"ნუ ავრცელებთ ამ ყალბ მონაცემებს. არ მოგცემთ ამის საშუალებას. გირჩევთ, გადადექით, თქვენ ხართ გამყალბებლები", - განაცხადა ირაკლი ჭყოიძემ.

ჭყოიძე დაცვის საშუალებით ცესკოს შენობიდან გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის წინა ბრიფინგზე ხმაური იყო. შედეგების გამოქვეყნება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"სააკაშვილმა ოპოზიციას მეტამორფოზული გუბაზის ენით შემოუთვალა, უჩემოდ არ ვარგიხართო" - გია ვოლსკი