ავტორი:

"სააკაშვილმა ოპოზიციას მეტამორფოზული გუბაზის ენით შემოუთვალა, უჩემოდ არ ვარგიხართო" - გია ვოლსკი

"სააკაშვილმა ოპოზიციას მეტამორფოზული გუბაზის ენით შემოუთვალა, უჩემოდ არ ვარგიხართო" - გია ვოლსკი

გუბაზ სანიკიძე აშკარად სააკაშვილის ენით ალაპარაკდა, როდესაც იგი დაუფარავად, უკიდურესად უწმაწური სიტყვებით მთლიანად ქართველ ერს აგინებს, - ამის თაობაზე “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი “ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

ვოლსკი "მთავარი არხის" ეთერში გუბაზ სანიკიძისა და ნიკა მელიას დაპირისპირებას ეხმაურება და როგორც აცხადებს, „უჩემოდ არ ვარგიხართო, შემოუთვალა მეტამორფოზული გუბაზის ენით სააკაშვილმა“.

"საზოგადოება, რომელიც აკვირდება მოვლენებს, თუნდაც პოლიტიკური ბარიერის მეორე მხრიდან, ადვილად გამოიტანს გარკვეულ დასკვნებს. მეორე საკითხია თუ ვის აწყობს მოვლენათა დრამატული განვითარება და ვის არა: გუბაზ სანიკიძე აშკარად სააკაშვილის ენით ალაპარაკდა, როდესაც იგი დაუფარავად, უკიდურესად უწმაწური სიტყვებით აგინებს მთლიანად ქართველ ერს. გაუნათლებელი და უკულტურო, ფართო ქუდებით თავდაბურული, გაუპარსავი ქართველობის განმანათლებელი ვარო, ქართველებს სანამ დედას არ გაუბახებ არ დაგემორჩილებიანო, ესეც თქვა სააკაშვილმა!

იგივეს იმეორებს, ახლა სანიკიძის მეშვეობით. დაყრუვდით?! ვერ გაიგონეთ?! და მაინც... ამ უთავმოყვარეო „ოპოზიციის" ლიდერი კვლავ იგია. ამ კონფიგურაციის ცვლილება მოინდომა მელიამ, იმ არგუმენტით, რომ ღრუბელ-ღრუბელ, გვირაბით თუ ზღვით ვერ ჩამოსული სააკაშვილისაგან განსხვავებით ფიზიკურადაც იბრძოლა, არც ნაკლები გინება შეუძლია და მაინც დაუფასებელია, ის კი არა ჯერ რუსეთმოვლილი ვაშაძე, ახლა კი პარტიებმოვლილი გუბაზი აღმოუცენდა ცხვირწინ. რეაგირებამაც არ დააყოვნა - უჩემოდ არ ვარგიხართო, შემოუთვალა მეტამორფოზული გუბაზის ენით სააკაშვილმა. გაისუსა სრულიად ოპოზიცია (ისინი ხომ "უპრეცედენტო ერთსულოვნების" დემონსტრირებას ახდენენ)“, - წერს გია ვოლსკი.

მისივე შეფასებით, ოპოზიცია რუსეთის სტრატეგიული ამოცანის შესრულებისათვისაა მობილიზებული.

"მყისიერად გაქრა სრულიად ოპოზიციის სივრცეში პროდასავლურობა! ნატოსა თუ ევროკავშირისა და ეუთოს, ევროსაბჭოს, აშშ-ს, პარტნიორი ქვეყნების მიერ არჩევნების პოზიტიურ შეფასებებს უხეში, ზღვარგადასული არაკორექტული შეტევა დაუპირისპირეს და დააკვირდით - კვლავ სააკაშვილის ფორმულირებებით“, - აცხადებს გია ვოლსკი.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე რუსული მედია დეზინფორმაციას ავრცელებს - "დაწყებული ომი ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. ეს იცოდა ამხანაგმა სტალინმა"