ავტორი:

"ვიზიარებ ხალხის შეშფოთებას ამ არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით, თუმცა ახლა საერთო ენის გამონახვის დროა" - მარკეტა გრეგოროვა

"ვიზიარებ ხალხის შეშფოთებას ამ არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით, თუმცა ახლა საერთო ენის გამონახვის დროა" - მარკეტა გრეგოროვა

ვიზიარებ ხალხის შეშფოთებას ამ არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით, თუმცა ასევე ვფიქრობ ქვეყნის სტაბილურობაზე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ევრონესტის ვიცე-თავმჯდომარემ და საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტის წევრმა, ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განუცხადა.

მან უპასუხა შეკითხვას ოპოზიციური პარტიების მიერ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის შესახებ.

"მე ვიზიარებ ხალხის შეშფოთებას ამ არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით, თუმცა ასევე ვფიქრობ ქვეყნის სტაბილურობაზე.

საქართველოს უახლოეს მეზობელ ქვეყნებში როცა ომი და პანდემიაა, ახლა გაერთიანებისა და საერთო ენის გამონახვის დროა. ვფიქრობ, სიტუაციის დასამშვიდებლად სამართლიანობის შესახებ შეშფოთება რაც შეიძლება სწრაფად უნდა აიხსნას", - აღნიშნა გრეგოროვამ.

"უკანონო პატიმრობაში ვარ, შესაძლებლობა რომ მომეცეს, ციხიდან ნამდვილად გამოვიქცეოდი" - ნიკა მელია

"ნიშნების გჯერათ? იმის დემო-ვერსიამ ვაშლიჯვრის ნაპრალის სახით ჩამოგაკითხათ თბილისში, რადგან ხეობამდე ვერ ჩააღწიეთ" - ხუხაშვილი "ნამახვანჰესზე"

"ჩამოყალიბდება "15 მაისის შტაბი", ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს" - ოპოზიციის სამომავლო გეგმა ცნობილია