ავტორი:

"ნიშნების გჯერათ? იმის დემო-ვერსიამ ვაშლიჯვრის ნაპრალის სახით ჩამოგაკითხათ თბილისში, რადგან ხეობამდე ვერ ჩააღწიეთ" - ხუხაშვილი "ნამახვანჰესზე"

"ნიშნების გჯერათ? იმის დემო-ვერსიამ ვაშლიჯვრის ნაპრალის სახით ჩამოგაკითხათ თბილისში, რადგან ხეობამდე ვერ ჩააღწიეთ" - ხუხაშვილი "ნამახვანჰესზე"

ექსპერტი გია ხუხაშვილის თქმით, "ნამახვანჰესის" გარშემო განვითარებული მოვლენები მკვეთრად აჩვენებს პოლიტიკურ კლასსა და ხალხს შორის უფსკრულის სიღრმეს.

ამის შესახებ ხუხაშვილი "ფეისბუქზე" წერს.

"რაც ხდება დღეს ნამახვანის გარშემო განსაკუთრებით მკვეთრად აჩვენებს მთლიანად პოლიტიკურ კლასსა და ხალხს შორის უფსკრულის სიღრმეს. ნაცვლად იმისა, რომ მივიდეს, იმუშაოს, გაიგოს ხალხის გულისტკივილი, მოისმინოს მათი არგუმენტები, თავისი უთხრას, ოპოზიცია "გაუბრაზდა" ხალხს, რომელმაც აქციაზე არ მიუშვა, სრული იგნორირებით უპასუხა და სეირს უყურებს...

დანიელსონი და არა ხალხი მიაჩნიათ ამ ქვეყნის ბედის განმსაზღვრელად, მაშინ როდესაც დანიელსონს მიაჩნია, რომ ხალხის მხარდაჭერის გარეშე კაპიკია ამ ოპოზიციის ფასი. ხალხს აქვს უფლება და საფუძველი იყოს გაბრაზებული თქვენზე.

თქვენ ამის არც ფუფუნება გაქვთ და არც უფლება. ემოციურადაც ასე და პრაგმატულადაც. თუ არც ემოციის გჯერათ და არც პოლიტიკური პრაგმატიკის, ნიშნების იქნებ გჯერათ? ნიშანი კი ასეთია - იმის დემო-ვერსიამ ვაშლიჯვარის ნაპრალის სახით ჩამოგაკითხათ თბილისში, რადგან რიონის ხეობამდე ვერ ჩააღწიეთ..." - წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, რიონის ხეობაში ხმაური და დაპირისპირება იყო. "ნამახვანი ჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები "ნამახვანი ჰესის" ინვესტორი კომპანიის „ენკა რინიუებზის“ ახალ დირექტორს მერაბ ლომინაძეს დაუპირისპირდნენ.

ისინი სკანდირებდნენ: "წადი, წადი" "მონა, მონა". ამასთან, გუმათის დასახლებაში შეკრებილები ცდილობენ კომპანიას მუშაობის შესაძლებლობა არ მისცენ.

„თვალნათლივ არის ყველაფერი წარმოდგენილი, კომპანიამ ისევ განაახლა მუშაობა, რასაც თვითონ მოსამზადებელ სამუშაოებს ეძახიან, უკან არ დავიხევთ!“ - აცხადებს „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე.

ხატია დეკანოიძე ამნისტიაზე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავისი კანონპროექტი პარლამენტში ვერ გაიტანოს

"ბოროტებასთან ბოლომდე ბრძოლის გარეშე გამარჯვება არ მოიპოვება - თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია" - ნიკა მელია

"ღარიბაშვილმა, რომელსაც თავმოყვარეობა არ გააჩნია, სიტყვა "სირცხვილს" რომ ახსენებს სარკეში ჩაიხედოს" - თინა ბოკუჩავა