ავტორი:

"იქცევი, როგორც პროვოკატორი... ბიძინას თამაშს თამაშობ, უნამუსო შენა“ - რატომ დაუპირისპირდა ნიკა მელია გუბაზ სანიკიძეს

"იქცევი, როგორც პროვოკატორი... ბიძინას თამაშს თამაშობ, უნამუსო შენა“ - რატომ დაუპირისპირდა ნიკა მელია გუბაზ სანიკიძეს

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე "მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ხმაური სტუდიაში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს არცერთი მათგანის არ ეშინია და დადგა დრო, რომ სააკაშვილი ჩამოვიდეს.

აღნიშნულზე ნიკა მელიამ სანიკიძეს უპასუხა, რომ მას ოპოზიციაში ხინჯი შეაქვს. "გუბაზ სანიკიძე კი არა, ანზორ მელიაც რომ იყოს, ვისაც შემოაქვს ოპოზიციურ პარტიებს შორის ხინჯი, არის ჩემთვის მიუღებელი... შენ ახლა რასაც აკეთებ, მაგასაც ხინჯი შემოაქვს“, - ასე მიმართა მელიამ სანიკიძეს. რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, - შენ დაბადებულიც არ იყავი, მე "ბოლშევიკებს" რომ ვებრძოდიო...

"იქცევი, როგორც პროვოკატორი... ბიძინას თამაშს თამაშობ, უნამუსო შენა“, - განაცხადა მელიამ სანიკიძის საპასუხოდ.

საბოლოოდ ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე სტუდიიდან გავიდნენ. არსებული ინფორმაციით, სტუდიაში დაწყებული კონფლიქტი სტუდიის გარეთ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთი შეხედვით, მოწმენდილ ცაზე დაწყებული კონფლიქტი, წინასწარ დადგმულის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებს, იმის სადემონსტრაციოდ გაკეთებულს, რომ თითქოს "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილისგან დისტანცირებას ცდილობს.

"ადგილი ჰქონდა რეგიონებში გახარიას გუნდის წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტებს" - "ოცნება" ექსპრემიერის თანამოაზრეების შევიწროვებაში დაადანაშაულეს

"უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში" - სააკაშვილი პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საჭირო ნაბიჯებს ასახელებს

"ეს არ არის კაცური საქციელი... მან კაცურად უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც არის გაწერილი შეთანხმებაში“- ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე