ავტორი:

"უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში" - სააკაშვილი პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საჭირო ნაბიჯებს ასახელებს

"უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში" - სააკაშვილი პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საჭირო ნაბიჯებს ასახელებს

"მე უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩემს მხარდამჭერებთან, ჩვენ ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვიდეომიმართვისას აცხადებს.

მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ დადგნენ თავიანთ ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა და ნუ ჩათვლიან, რომ თუ სააკაშვილი ქვეყანაში ვერ ჩადის, ეს მათ სიტუაციას უადვილებს.

"პარლამენტში, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის და ინდივიდუალური დეპუტატების შესვლა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კრიზისი ჯერ არ არის გადალახული, ბევრ რამეზე დაფიქრების საფუძველს იძლევა.

პირველ რიგში, იმისათვის, რომ მოხდეს მართლაც განმუხტვა პოლიტიკური კრიზისის, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გადავლახოთ უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისი, საჭიროა პოლიტიკური ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე იმ მოთხოვნებით, რომელიც მან წამოაყენა, რომელიც არის კანონიერი და ბოლომდე დასაბუთებული.

მეორე, უნდა შეწყდეს უამრავი ადამიანის პოლიტიკური დევნა. მაგალითად, ნამახვანის აქციაზე დაკავებული აჭარელი და სხვა აქტივისტების, იგივე გიორგი მუმალაძის და უამრავი სხვა ადამიანის, რომელიც არის ამ დევნის ობიექტი არამხოლოდ ბოლო წლებში, არამედ მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის, არის საქართველოსთვის ძალიან თავდადებული და დამსახურებული ხალხი.

მესამე - მე უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩემს მხარდამჭერებთან, ჩვენ ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან. სრული ნორმალიზაციისთვის ეს ნაბიჯებია გადასადგემული, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა იყოს, მე ყველა შემთხვევაში ჩამოვალ საქართველოში, ყველა შემთხვევაში დავუდგები ქართველ ხალხს გვერდზე. ეს უმძიმესი კრიზისი, როდესაც ყველას თვალი აქვს გაქცევაზე, როდესაც ყოველდღიურად უარესდება ეკონომიკური მაჩვენებლები და სიღარიბემ უკვე გადააჭარბა ყველანაირ საზღვარს, არის მოუთმენელი, მიუღებელი და ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ პოლიტიკური დიალოგით დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, მაგრამ ამაზე თვალის დახუჭვა არ გამოვა.

მე მოვუწოდებ ყველა პარტიას, დადგენენ თავის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა. ნუ ჩათვლით, რომ ვთქვათ, სააკაშვილი თუ ვერ ჩამოდის ქვეყანაში, ეს თქვენ სიტუაციას გიადვილებთ. არ აადვილებს, პირიქით, გვიძნელებს. მე მინდა თქვენთან ერთად გადავლახო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ რას გადაწყვეტთ, მე მაინც დავდგები ჩვენი ხალხის გვერდზე. მე მინდა, რომ ეს სიტუაცია განიმუხტოს, მე მინდა, რომ ევროკავშირის და სხვების შუამავლობის პროცესს რეალური შედეგები მოჰყვეს და ამას განგრძობადი ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ ამისათვის საჭიროა ყველამ გულწრფელად მოვინდომოთ სიტუაციის გამოსწორება და ამ ყველაფრის გადალახვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი მაინც არ დადგება და ნამდვილად არ შედის ეს არავის ინტერესებში“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

Deutsche Welle: "რუსეთი და ნატო შავ ზღვაზე დაპირისპირების თავიდან აცილებას ვერ შეძლებენ“ - რა ელის საქართველოს და უკრაინას?

"დღეს არსებული მოცემულობით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს" - ზაალ უდუმაშვილი

"პარლამენტში მუშაობას გავაგრძელებ როგორც უპარტიო, უფრაქციო, რიგითი, დამოუკიდებელი პარლამენტარი" - დავით ბაქრაძე