ავტორი:

ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს

ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს

ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს.

BBC-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაინდენს 192 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 114. აღსანიშნავია, რომ პირველადი შედეგებით, ამომრჩეველთა ხმების რაოდენობით დონალდ ტრამპი ჯოზეფ ბაიდენს უსწრებს, თუმცა ადგილობრივი კანონმდებლობით, არჩევნებში გადამწყვეტი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებია.

გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს.

არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენასა და გამარჯვებულის გამოვლენას, შესაძლოა, რამდენიმე დღე ან კვირაც დასჭირდეს, ვინაიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო, წლევანდელ არჩევნებზე ფოსტის საშუალებით ხმა უპრეცედენტოდ ბევრმა ადამიანმა მისცა და სხვადასხვა შტატს ხმების დათვლის განსხვავებული წესი აქვს.

პრეზიდენტისთვის გათიშული პირდაპირი ეთერი, ქაოსი, დემონსტრაციები და "სანახაობა" - რა ხდება აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ

"გავასაჩივრებთ ყველა შტატის მონაცემებს, სადაც ბაიდენი იმარჯვებს" - დონალდ ტრამპი

აშშ-ის არჩევნებში ჯორჯიის შტატის შედეგებზე საუბრისას, ABC-მ შეცდომით საქართველოს კადრები გაუშვა - "სად იყვნენ ეგენი, ჩვენ რომ ჯორჯია ვიყავით..."