ზუგდიდში გარევაჭრობა აიკრძალა. ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილით მისულ მოვაჭრეებს საპატრულო პოლიცია და სახანძრო მანქანა დახვდათ მობილიზებული. მათ განუცხადეს, რომ გარევაჭრობა კანონით არის აკრძალული და დღეიდან ამ ტერიტორიაზე აღარ დაუშვებენ.
როგორც გარემოვაჭრეები ამბობენ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სავაჭრო ფართები ცენტრალური ბაზრის ტერიტორიასა და ზუგდიდის უნივერმაღის I სართულზე შესთავაზა, თუმცა იქ ანტისანიტარია და გაუსაძლისი პირობებია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ არც ერთი გარემოვაჭრე სავაჭრო ფართის გარეშე არ დარჩება.